სოხუმის დაცემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[სოხუმი]]სთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც [[სოჭი (ქალაქი)|სოჭში]] დაიდო [[27 ივლისი|27 ივლისს]] ორ მხარეს შორის. შეთანხმება [[16 სექტემბერი|16 სექტემბრამდე]] გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, [[საქართველო]]ს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა [[27 სექტემბერი|27 სექტემბრამდე]], თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
 
ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, [[შარტავა, ჟიული|ჟიული შარტავა]], [[გაბისკირია, გურამ|გურამ გაბისკირია]] და [[ეშბა, რაულ|რაულ ეშბა]] რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო [[ბერულავა, ალექსანდრე|ალექსანდრე ბერულავა]] უგზოუკვლოდუგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა [[აფხაზეთი]]ს თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს ([[კოდორის ხეობა|კოდორის ხეობის]] გარდა).
 
საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოხუმის_დაცემა“-დან