ილო მოსაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: სადგურის მორიგე→სადგურის უფროსი
ხაზი 7:
ქართულ მწერლობაში ყმაწვილი ლექსებით შემოვიდა. [[1911]] წელს გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ხოლო აქტიური ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო [[1920]] წლიდან. ილო მოსაშვილის პოეზია აღსავსეა ღრმა ლირიზმით და მასშტაბურობით.
 
პოეზიის გარდა, ილო მოსაშვილმა თავისი სიტყვა თქვა პროზაშიც. ამასთანავე ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან ქართველი მკითხველი აზიარა [[ივანე კრილოვი]]ს, [[ტარას შევჩენკო]]ს, [[ივან ფრანკო]]ს, [[ვლადიმერ მაიაკოვსკი]]ს, [[სერგეი ესენინი]]ს და სხვა პოეტებისა და მწერლების ნიმუშებს. დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობას. აღსანიშნავია მისი ღვაწლი დრამატურგიაში. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრების რეპერტუარი ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე შესანიშნავი ქმნილებებით. ქართულ სცენაზე წლების მანძილზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: „სადგურის მორიგე“უფროსი“, „გზა მომავლისა“, „ჩაძირული ქვები“, „მისი ვარსკვლავი“. ამ ორი პიესით შექმნილ სპექტაკლებს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიები მიენიჭათ.
 
ილო მოსაშვილი რამდენიმე ქართული ფილმის სცენარის ავტორია. კერძოდ, შ. ბერიშვილმა [[1935]] წელს მისი სცენარით გადაიღო კინოფილმი „მდინარის გადაღმა“, დ. რონდელმა „არშაულა“, ივანე პერესტიანმა „ორი მეგობარი“, ლ. ესაკიამ „გაღმელი ქალიშვილი“, დ. ანთაძემ და ა. ჯალიაშვილმა „სადარაჯო ჯიხური“, ნ. შენგელიამ და დ. ანთაძემ „ის კიდევ დაბრუნდება“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილო_მოსაშვილი“-დან