'''იოჰან შტრაუს II''' (აგრეთვე ცნობილი როგორც იოჰან შტრაუს უმცროსი; {{lang-de|Johann Sebastian Strauß;}} დ. [[25 ოქტომბერი]], [[1825]] — გ. [[3 ივნისი]], [[1899]]) — [[ავსტრიელები|ავსტრიელი]] [[კომპოზიტორი]] განთქმული როგორც „ვალსის მეფე“. მან შექმნა ხუთასამდე [[ვალსი]], [[პოლკა|პოლკები]], [[მაღში|მარშები]], [[ოპერეტა|ოპერეტები]] და სხვა. ის იყო შტრაუსების ოჯახის ყველაზე განთქმული წარმომადგენელი. მამამისი [[იოჰან შტრაუსი (მამა)|იოჰან შტრაუსი]] ასევე კომპოზიტორი იყო.
~ჯჯჯჯგგგ ცახნა გიო
== ბიოგრაფია ==
დაიბადა ცნობილი [[ავსტრიელები|ავსტრიელი]] კომპოზიტორის [[იოჰან შტრაუსი (მამა)|იოჰან შტრაუს უფროსის]] ოჯახში. შტრაუს უმცროსის ექვსი ძმიდან ორი ძმა იოზეფი და ედუარდიც იყვნენ ცნობილი კომპოზიტორები.
ბიჭი [[ვიოლინო]]ზე დაკვრას მამისაგან მალულად სწავლობდა, რადგანაც მას თავისი შვილის ბანკირობა სურდა. იგი საშინელ სკანდალს უწყობდა მას, როცა ვიოლინოთი ხელში დაინახავდა.სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამამ ოჯახი მიატოვა და საყვარელთან (ემილია ტრამაუში) გადავიდა, ვისგანაც ასევე შვიდი შვილი შეეძინა.
1844წ. იოჰან უმცროსმა მიიღო შესანიშნავი მუსიკალური განათლება და ბრწყინვალე რეკომენდაცია თავისი პედაგოგებისაგან.
მალე შტრაუსმა მოახერხა საკუთრი მცირე ორკესტრის შექმნა, რომელიც წარმატებით გამოდიოდა [[ვენა|ვენის]] კაზინო დომმაიერში. ორკესტრის რეპერტუარს ძირითადად მისი ნაწარმოებები შეადგენდა. თავდაპირველად მის მოღვაწეობას ხელს უშლიდა გავლენიანი მამის შური, რომელსაც შავ სიაში შეჰქონდა ის დაწესებულებები, სადაც მისი შვილი კონცერტით გამოდიოდა. მამამისის მიზეზით მას არ ჰქონდა საშუალება გამოსულიყო ბალებზე და სხვა პრესტიჟულ ღონისძიებებზე.
მამა-შვილს შორის უთანხმოება 1848 წლის რევოლუციამ უფრო გაამძაფრა. შტრაუს-უფროსი მხარს [[მონარქია]]ს უჭერდა და დაწერა სახოტბო "რადეცკის მარში". უკრავდა და შექმნა არაერთი რევოლუციური მარში. [[რევოლუცია|რევოლუციის]] ჩახშობის შემდეგ იგი გაასამართლეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაამართლეს.
1849 წელს შტრაუს-უფროსი ქუნთრუშის ეპიდემიას ემსხვრეპლა. შვილმა მის ხსოვნას მიუძღვნა ვალსი "არფა" მამისეული ორკესტრი შეუერთა შვილის ორკესტრს და გაერთიანებულმა ორკესტრამა წარმატებით ჩაატარა გასტროლები [[ავსტრია]]ში, [[პოლონეთი|პოლონეთში]], [[გერმანია]]ში.
ახალ იმპერატორ დრანც-იოსებ I-თან მოსაგვარებლად შტრაუსმა მას ორი მარში მიუძღვნა. მალევე მას გადასცეს მამის უფლებამოსილება სამეფო კარის ბალეტებისა და კონცერტების ორგანიზაციასა და ჩატარებისთვის (1852). იოჰან-უმცროსს იმდენი მოწვევა ჰქონდა, რომ ხშირად თავის რომელიმე ძმას გზავნიდა. მამისგან განსხვავებით მას არავისი არ შურდა და ხუმრობდა კიდეც, რომ "ჩემი ძმები ჩემზე ტალანტიანები არიან, უბრალოდ მე უფრო პოპულარული ვარო".
=== ქრონოლოგია ===
* 1856: შტრაუსის პირველი გასტროლები რუსეთში
* 1862: წელს ქორწინდება მომღერალ ქუტი ტრედც-ხალუბკიზე, ორი ვაჟისა და სამი ქალიშვილის დედაზე.
* 1863: ახალი გასტროლები რუსეთში
* 1860,1870 წლები: ამ პერიოდში იგი ქმნის თავის საუკეთესო ვალსებს "მშვენიერ ცისფერ დუნაიზე" (1867) "ვენის ტყის ზღაპრები" საუკეთესო ოპერეტები.
* 1870: შტრაუსი უარს ამბობს საიმპერატორო კარის მიერ ვალდებულობაზე (აძლევს მის ძმა ედუარდს). თავის თავს მთლიანად ოპერატების შექმნას უძღვნის. მოულოდნელად 43 წლის ასაკში კვდება მისი ერთრთი ძმა იოსეფი.
* 1870იან წლები: შრტაუსის ორკესტრი კონცერტებს მართავს [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[აშშ]]-ში. [[ბოსტონი]]ს მუსიკალურ ფესტივალზე შტრაუსი ამყარებს მსოფლიო რეკორდს, სადაც ხელმძღვანელობს 1000-ზე მეტი მუსიკოსისგან შემდგარი ორკესტრს.
* 1871: ოტენბახის რჩევით შტრაუსი წერს თავის პირველ ოპერეტას,რომელიც მსმენელმა კარგად მიიღო. სულ მალე მან 15 ოპერეტა დაწერა.
* 1874: ახალი ოპერეტა "მფრინავი თეფში" თავიდან დიდ პოპულარობას ვერ იღებს. ტრიუმფალური წარმატება მხოლოდ ოცი წლის შემდეგ მოდის, ახალი რედაქციის გამოსვლის შემდეგ (გუსტავ, მალერ, ჰამზურგი).
* 1878: ხეტი შტრაუსის გარდაცვალების შემდეგ ცოლად ირთავს ახალგაზრდა მსახიობს [[ანჯელიკა დიტრიხსი|ანჯელიკა დიტრიხს]]. მალევე ეს ქორწინება გაყრით სრულდება, მაგრამ [[კათოლიკური ეკლესია]] უარყოფს გაყრის ფაქტის დადასტურებას. ამიტომ შტრაუსი იღებს [[პროტესტანტობა]]ს და ხდება გერმანიის მოქალაქე (1887).
* 1882: წელს შტრაუსი ქორწინდება მესამედ და საბოლოოდ საკუთარი მეგობრის ქვრივ ადული დოიჩზე, რომელსაც მიუძღვნა ვალსი "ადელი". ქორწინება იღბლიანი გამოდგა, მისი მესამე ცოლი [[ებრაელები|ებრაელი]] იყო, ებრაელი იყო შტრაუსის ერთ-ერთი ბაბუაც. მიუხედავად სამი ქორწინებისა შტრაუსს საკუთარი შვილები არ ჰყოლია.
* 1880: შტრაუსი მიემგზავრება [[პარიზი|პარიზში]], რათა გააცილოს ბოლო გზაზე ოტენბახი.
* 1885: ახალი შედევრი ოპერეტა "ბოშათა ბარონი", გორ იოსაკის "სადის" მიხედვით.
* 1895: შტრაუსი 70 წლისთავს აღნიშნავს მთელი [[ევროპა]]. შტრაუსი გარდაიცვალა [[ვენა]]ში 73 წლის ასაკში პნევნომიისაგან. მან ვერ მოასწრო ბალეტ "კონკიას" დამთავრება. ბალეტზე მუშაობა დაამთავრა [[იოსეფ ზაიერი|იოსეფ ზაიერმა]] მომდევნო წელს.
შტრაუსის სიკვდილის შემდეგ დაიდგა მისი რამდენიმე ოპერატა,მათ შორის საუკეთესო "ვენური სისხლი".
== ლიტერატურა ==
|