ცეცილია წუწუნავა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|წუწუნავა}}
{{ინფოდაფა პიროვნება
'''ცეცილია რაჟდენის ასული წუწუნავა''' (დ. [[12 მაისი]], [[1892]], [[ოზურგეთი]] — გ. [[5 სექტემბერი]], [[1956]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
| ფერი =
| სახელი =ცეცილია წუწუნავა
| ფოტო =
| ფოტოს სიგანე =
| წარწერა =
| დაბსახელი =ცეცილია წუწუნავა
| დაბთარიღი = {{დაბადების თარიღი|1892|5|12}}
| დაბადგილი = ოზურგეთი
| გარდთარიღი = {{გარდაცვალების თარიღი და ასაკი|1956|9|5|1892|5|12}}
| გარდადგილი = თბილისი
| სხვა სახელები=
| აქტიურობის წლები =
| მეუღლეები=
| საქმიანობა= მსახიობი
| მამა =
| საცხოვრებელი ადგილი=
| საიტი=
| გამორჩეული როლები =
}}
'''ცეცილია რაჟდენის ასული წუწუნავა''' (დ. [[12 მაისი]], [[1892]], [[ოზურგეთი]] — გ. [[5 სექტემბერი]], [[1956]], [[თბილისი]], [[საქართველოს სსრ]], [[სსრკ]]) — [[ქართველები|ქართველი]] თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
 
==ბიოგრაფია==
სწავლა დაიწყო სოფელ [[გურიანთა]]ში, განაგრძო ჯერ ოზურგეთში, შემდეგ [[ბათუმი|ბათუმში]], ბოლოს [[1912]] წელს დაამთავრა ფოთის[[ფოთი]]ს გიმნაზია.
 
თეატრი წუწუნავების ოჯახის გატაცება იყო. ცეცილიაც თავის დაძმასთან ერთად ადრევე მოინუსხა ხელოვნების ამ დარგით, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. მისი დებიუტი შედგა ბათუმში, სადაც შეასრულა სალიხეს როლი [[ნინო ნაკაშიძე|ნინო ნაკაშიძის]] პიესაში „ვინ არის დამნაშავე?“.
 
თეატრზე შეყვარებული გოგონა იძულებული შეიქმნა ერთხანს მასწავლებლობა დაეწყო [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], სოფელ [[ტამიში|ტამიშში]], სადაც იმ დროს დაარსდა სკოლა. [[1920]] წელს იგი თბილისში გადმოდის და [[რუსთაველის თეატრი]]ს დასში ირიცხება 1926 წლამდე, 1926–1928 წლებში თბილისის „წითელ თეატრში“, 1928 [[კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი|კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში]], სადაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქართულ თეატრს. მან განასახიერა: კაროჟნა („დარისპანის გასაჭირი“), მაკა („კაკალ გულში“), დარეჯანი („კაცია ადამიანი?!“), ანა ანდრეევნა („რევიზორი“), მარსელინა („ფიგაროს ქორწინება“), ლირსა („ყვარყვარე თუთაბერი“), და სხვა მრავალი.
 
20-იანი წლებიდანვე იწყება წუწუნავას შემოქმედებითი მოღვაწეობა [[ქართული კინო|ქართულ კინოში]], თუმცაღა იგი პირველად მაყურებელმა იხილა უკვე [[1916]] წელს გადაღებულ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“, სადაც შექმნა მარინეს დასამახსოვრებელი სახე. ამას მოჰყვა შესანიშნავად შესრულებული როლები სხვა კინოფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „გიული“, „ელისო“, „დაგვიანებული სასიძო“, „ქეთო და კოტე“, „ჭრიჭინა“ და სხვები.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
==ფილმოგრაფია==
 
*[[1918]]: „ქრისტინე“ (<small>მარინე</small>) რეჟ. [[ალექსანდრე წუწუნავა]]
==ნათამაშები როლები==
*ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?“ (<small>სალიხე</small>)
* დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (<small>კაროჟნა</small>)
* შ. დადიანის „კაკალ გულში“ (<small>მაკა</small>)
* ი. ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანი?!“ (<small>დარეჯანი</small>)
* ნ. გოგოლის „რევიზორი“ (<small>ანა ანდრეევნა</small>)
* ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“ (<small>მარსელინა</small>)
* პ.კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (<small>ლირსა</small>)
==ჯილდოები, პრემიები და პრიზები==
*[[1943]]: საქართველოს სახალხო არტისტი
* შრომის წითელი დროშის ორდენი
==ლიტერატურა==
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 408, თბ., 1994
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია: საქართველოს სახალხო არტისტები]]
[[კატეგორია:ოზურგეთში დაბადებულები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:ოზურგეთში დაბადებულები]]
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]