ქანდაკება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
[[XX საუკუნე]]ში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქანდაკების [[აფრიკა|აფრიკული]] და წყნარი ოკეანის რეგიონის სტილი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იმ დროის მოქანდაკეებზე. ძერწვის ოსტატებმა უარი თქვეს ყოველგვარ [[რეალიზმი|რეალიზმზე]] და გადაწყვიტეს თავიანთ ნამუშევრებში უფრო მეტი ემოცია და გრძნობა შეეტანათ, რითიც მათ თავიანთ ნამუშევრებში საკუთარი ინდივიდუალობის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლეოდათ. აღსანიშნავია ამერიკელი [[იაკობ ეფშტეინი|იაკობ ეფშტეინის]] მოღვაწეობა, რომელსაც [[პრიმიტივიზმი]]ს ძლიერი გავლენა ეტყობოდა. იაკობი დასახლდა [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], სადაც მისი „უხამსი“ და „საშინელი“ ნამუშევრები დიდი სკანდალის მიზეზი გახდა, და ეს სკანდალი [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] ბოლომდე გრძელდებოდა.
 
სწორედ პრიმიტივიზმის გავლენა იყო ის ფაქტი, რომ მოქანდაკეებმა გაამარტივეს გამოსახულებები, თავიანთ შემოქმედებაში მიაღწიეს სრულ [[აბსტრაქცია|აბსტრაქციას]], მაგრამ ამასთანავე შეინარჩუნეს დიდი ემოცია და ნამუშევრის სიუჟეტის საიდუმლოება. ერთ-ერთი ასეთი მოქანდაკე იყო [[ჟან არპი]]. იგი ქმნიდა სადად გამოძერწილ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალი ინსტრუმენტული ხარისხით. აღსანიშნავია რუმინელი [[კონსტანტინ ბრანკუზი]], რომელიც ასხამდა ბრინჯაოს. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სერია „ფრინველი სივრცეში“, რომელიც წარმოადგენს უბრალო, პრიალაგლუვი ზედაპირის მქონე ნამუშევრებს. ფორმათა პირობითობა, [[მონუმენტური|მონუმენტურობა]] და ძლიერი პლასტიკა დამახასიათებელია საუკუნის მოქანდაკე, ბრიტანელი ჰენრი მურისთვის.
 
== კონსტრუქტივიზმი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქანდაკება“-დან