ქანდაკება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
პირველი ნაბიჯები კუბიზმის მოძრაობამ მხატვრობაში გადადგა, მაგრამ მალევე პაბლო პიკასომ მოძრაობის ტრადიციული სვლა [[ფერწერა]]ში შეცვალა და შექმნა [[კუბისტური ქანდაკება]]. მალევე სკულპტურით დაინტერესდა გამოჩენილი ფერმწერი [[ჟაკ ლიფშიცი]]. კუბიზმის შემდეგ ჩამოყალიბდა მრავალი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა,მათ შორის [[ფუტურიზმი]],[[კონსტრუქტივიზმი]],[[პრიმიტივიზმი]] და [[დადაიზმი]], რომელთა აყვავების ოქროს ხანა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს (1914–1918) წლებში იყო.
 
[[XX საუკუნეშისაუკუნე]]ში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქანდაკების [[აფრიკა|აფრიკული]] და წყნარი ოკეანის რეგიონის სტილი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იმ დროის მოქანდაკეებზე. ძერწვის ოსტატებმა უარი თქვეს ყოველგვარ [[რეალიზმი|რეალიზმზე]] და გადაწყვიტეს თავიანთ ნამუშევრებში უფრო მეტი ემოცია და გრძნობა შეეტანათ, ამით კი მათ თავიანთ ნამუშევრებში საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლეოდათ. აღსანიშნავია ამერიკელი [[იაკობ ეფშტეინი|იაკობ ეფშტეინის]] მოღვაწეობა, რომელსაც პრიმიტივიზმის ძლიერი გავლენა ეტყობოდა. იაკობი დასახლდა [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], სადაც მისი „უხამსი“ და „საშინელი“ ნამუშევრები დიდი სკანდალის მიზეზი გახდა, და ეს სკანდალი [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] ბოლომდე გრძელდებოდა.
 
სწორედ პრიმიტივიზმის გავლენა იყო ის ფაქტი, რომ მოქანდაკეებმა გაამარტივეს გამოსახულებები, თავიანთ შემოქმედებაში მიაღწიეს სრულ [[აბსტრაქცია|აბსტრაქციას]], მაგრამ ამასთანავე შეინარჩუნეს დიდი ემოცია და ნამუშევრის სიუჟეტის საიდუმლოება. ერთ-ერთი ასეთი მოქანდაკე იყო [[ჟან არპი]]. იგი ქმნიდა სადად გამოძერწილ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალი ინსტრუმენტული ხარისხით. აღსანიშნავია რუმინელი [[კონსტანტინ ბრანკუზი]], რომელიც ასხამდა ბრინჯაოს.სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სერია "[[ფრინველი სივრცეში]]", რომელიც წარმოადგენს უბრალო,პრიალა ზედაპირის მქონე ნამუშევრებს. ფორმათა პირობითობა, [[მონუმენტური|მონუმენტურობა]] და ძლიერი პლასტიკა დამახასიათებელია საუკუნის მოქანდაკე, ბრიტანელი ჰენრი მურისთვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქანდაკება“-დან