ქანდაკება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
== კუბიზმის გავლენა ==
 
პირველი ნაბიჯები კუბიზმის მოძრაობამ მხატვრობაში გადადგა, მაგრამ მალევე პაბლო პიკასომ მოძრაობის ტრადიციული სვლა [[ფერწერა]]ში შეცვალა და შექმნა [[კუბისტური ქანდაკება]]. მალევე სკულპტურით დაინტერესდა გამოჩენილი ფერმწერი [[ჟაკ ლიფშიცი]]. კუბიზმის შემდეგ ჩამოყალიბდა მრავალი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა,მათ შორის [[ფუტურიზმი]],[[კონსტრუქტივიზმი]],[[პრიმიტივიზმი]] და [[დადაიზმი]], რომელთა აყვავების ოქროს ხანა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს (1914-19181914–1918) წლებში იყო.
 
XX საუკუნეში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქანდაკების [[აფრიკა|აფრიკული]] და წყნარი ოკეანის რეგიონის სტილი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იმ დროის მოქანდაკეებზე. ძერწვის ოსტატებმა უარი თქვეს ყოველგვარ [[რეალიზმი|რეალიზმზე]] და გადაწყვიტეს თავიანთ ნამუშევრებში უფრო მეტი ემოცია და გრძნობა შეეტანათ, ამით კი მათ თავიანთ ნამუშევრებში საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლეოდათ. აღსანიშნავია ამერიკელი [[იაკობ ეფშტეინი|იაკობ ეფშტეინის]] მოღვაწეობა, რომელსაც პრიმიტივიზმის ძლიერი გავლენა ეტყობოდა. იაკობი დასახლდა [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], სადაც მისი „უხამსი“ და „საშინელი“ ნამუშევრები დიდი სკანდალის მიზეზი გახდა, და ეს სკანდალი [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] ბოლომდე გრძელდებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქანდაკება“-დან