პორტრეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] ხელოვნებაში ხვდება. როგორც ჩანს, პორტრეტი ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ კულტთან, იგი რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. დროთა განმავლობაში ძველეგვიპტური პორტრეტის ხასიათი შეიცვალა, გაღრმავდა მისი ფსიქოლოგიური შინაარსი (განსაკუთრებით ახალი სამეფოს, თლ-ელ-ამარნის, პერიოდში, ძვ. წ. XIV ს.).
[[ფაილი:Fayum02.jpg|thumb|250px|<center>ბიჭის სახელად ევტიხის [[ფაიუმის პორტრეტი]].</center>]]
[[ძველი საბერძნეთი]]ს ეპოქაში შეიქმნა განზოგადებულ-იდეალიზებული სკულპტურული პორტრეტის ტიპი. ძვ. წ. IV საუკუნიდან პორტრეტმა უფრო ინდივიდუალური სახე მიიღო. [[ელინიზმი|ელინისტურ ეპოქაში]] (ძვ. წ. III საუკუნიდან) პორტრეტს დრამატული ხასიათი მიეცა. პორტრეტულმა ხელოვნებამ მაღალ განვითარებას მიაღწია [[ძველი რომი|ძვ. რომში]]. ძველრომაულ პორტრეტის სტრუქტურის ძირითადი საფუძველია მოდელის დამახასიათებელი ნიშნების ზუსტი გამოსახვა, ინდივიდუალურისა და ტიპურის ერთიანობა, ძვ. რომის საუკეთესო პორტრეტებისათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიზმი, მხატვრული სიზუსტე. ელინისტურსა და ძვ. რომის ეპოქაში ფართოდ გავრცელდა პორტრეტული [[ბიუსტი|ბიუსტები]], [[სტატუა|სტატუები]]. განსაკუთრებით საინტერესოა ე. წ. [[ფაიუმის პორტრეტი]] (ეგვიპტე, I-IVI–IV სს.), რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ძვ. აღმოსავლეთის პორტრეტის რელიგიურ-მისტიკურ ტრადიციებთან, ამასთან, განიცადა ანტიკური ხელოვნების გავლენა. იგი უშუალოდ ნატურიდან იხატებოდა და ამიტომაც კონკრეტულ ადამიანთან მსგავსების ნიშნებს ატარებდა.
 
[[შუა საუკუნეები]]ს პორტრეტის განვითარებაზე განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედა სპირიტუალისტურ და სტიქიურ-მატერიალისტური ტენდეციების წინააღმდეგობებმა, მხატვრები იფარგლებოდნენ მკაცრი საეკლესიო კანონებით, იშვიათად მიმართავდნენ პიროვნებათა ხასიათების გადმოცემას. შუა საუკუნეებში პორტრეტი საეკლესიო არქიტექტურულ-მხატვრული ანსამბლის განუყოფელი ნაწილია. მხატვრები გამოსახავდნენ მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენელთა (მმართველები, მათი ოჯახის წევრები, დაახლოებული პირები, დონატორები) პორტრეტებს. დიდი კონკრეტულობით ხასიათდება შუა საუკუნეების ჩინური პორტრეტი (განსაკუთრებით სუნის პერიოდისა, X-XIIIX–XIII საუკუნეები); ასევე საინტერესოა იაპონელი ოსტატების მიერ შექმნილი ფსიქოლოგიური პორტრეტული ხელოვნების ნიმუშები.
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 8, გვ. 164-166, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პორტრეტი“-დან