პორტრეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] ხელოვნებაში ხვდება. როგორც ჩანს, პორტრეტი ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ კულტთან, იგი რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. დროთა განმავლობაში ძველეგვიპტური პორტრეტის ხასიათი შეიცვალა, გაღრმავდა მისი ფსიქოლოგიური შინაარსი (განსაკუთრებით ახალი სამეფოს, თლ-ელ-ამარნის, პერიოდში, ძვ. წ. XIV ს.).
[[ფაილი:Fayum02.jpg|thumb|ბიჭის სახელად ევტიხის [[ფაიუმის პორტრეტი]]]]
[[ძველი საბერძნეთი]]ს ეპოქაში შეიქმნა განზოგადებულ-იდეალიზებული სკულპტურული პორტრეტის ტიპი. ძვ. წ. IV საუკუნიდან პორტრეტმა უფრო ინდივიდუალური სახე მიიღო. [[ელინიზმი|ელინისტურ ეპოქაში]] (ძვ. წ. III საუკუნიდან) პორტრეტს დრამატული ხასიათი მიეცა. პორტრეტულმა ხელოვნებამ მაღალ განვითარებას მიაღწია [[ძველი რომი|ძვ. რომში]]. ძველ რომაულძველრომაულ პორტრეტის სტრუქტურის ძირითადი საფუძველია მოდელის დამახასიათებელი ნიშნების ზუსტი გამოსახვა, ინდივიდუალურისა და ტიპურის ერთიანობა, ძვ. რომის საუკეთესო პორტრეტებისათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიზმი, მხატვრული სიზუსტე. ელინისტურსა და ძვ. რომის ეპოქაში ფართოდ გავრცელდა პორტრეტული [[ბიუსტი|ბიუსტები]], სტატუები. განსაკუთრებით საინტერესოა ე. წ. [[ფაიუმის პორტრეტი]] (ეგვიპტე, I-IV სს.), რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ძვ. აღმოსავლეთის პორტრეტის რელიგიურ-მისტიკურ ტრადიციებთან, ამასთან, განიცადა ანტიკური ხელოვნების გავლენა. იგი უშუალოდ ნატურიდან იხატებოდა და ამიტომაც კონკრეტულ ადამიანთან მსგავსების ნიშნებს ატარებდა.
 
შუა საუკუნეების პორტრეტის განვითარებაზე განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედა სპირიტუალისტურ და სტიქიურ-მატერიალუსტური ტენდეციების წინააღმდეგობებმა, მხატვრები იფარგლებოდნენ მკაცრი საეკლესიო კანონებით, იშვიათად მიმართავდნენ პიროვნებათა ხასიათების გადმოცემას. შუა საუკუნეებში პორტრეტი საეკლესიო არქიტექტურულ-მხატვრული ანსამბლის განუყოფელი ნაწილია. მხატვრები გამოსახავდნენ მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენელთა (მმართველები, მათი ოჯახის წევრები, დაახლოებული პირები, დონატორები) პორტრეტებს. დიდი კონკრეტულობით ხასიათდება შუა საუკუნეების ჩინური პორტრეტი (განსაკუთრებით სუნის პერიოდისა, X-XIII საუკუნეები); ასევე საინტერესოა იაპონელი ოსტატების მიერ შექმნილი ფსიქოლოგიური პორტრეტული ხელოვნების ნიმუშები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პორტრეტი“-დან