პორტრეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
პორტრეტის საფუძველი მემორიალური საწყისია — კონკრეტული ადამიანის სახის უკვდავყოფა. ძირითადი კრიტერიუმია გამოსახულების მსგავსება მოდელთან, ორიგინალთან, მისი სულიერი არსის სწორად გახსნა, ინდივიდუალობის, ტიპური ნიშნების წარმოჩენა, პორტრეტი ძირითადად ნატურიდან იქმნება. არსებობს დაზგური (სურათი, ბიუსტი, გრაფიკული ფურცელი), მონუმენტური (სკულპტურული მონუმენტი, ფრესკა, მოზაიკა) პორტრეტი. სხვადასხვა ეპოქაში პორტრეტს ათავსებდნენ მონეტაზე, მედალზე ([[სამედალო ხელოვნება]]), გე,აზე ([[გლიპტიკა]]). პორტრეტი შეიძლება იყოს ინდივიდუალური, წყვილი (ორმაგი) და ჯგუფური. პორტრეტის სპეციფიკური ტიპის [[ავტოპორტრეტი]]. პორტრეტული ჟანრის საზღვრები მერყევია. ზოგჯერ საკუთრივ პორტრეტი ერწყმის სხვა ჟანრს. პორტრეტში შეიძლება გაიხსნას მორალური სახე, გადმოიცეს მოდელის როგორც დადებითი, ისე ნეგატიური ხასიათი ([[კარიკატურა]], [[შარჟი]]), აისახოს მნიშვნელოვანი მოვლენები.
 
პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] ხელოვნებაში ხვდება. როგორც ჩანს, პორტრეტი ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ კულტთან, იგი რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. დროთა განმავლობაში ძველეგვიპტური პორტრეტის ხასიათი შეიცვალა, გაღრმავდა მისი ფსიქოლოგიური შინაარსი (განსაკუთრებით ახალი სამეფოს, თლ-ელ-ამარნის, პერიოდში, ძვ. წ. XIV ს.).
[[ფაილი:Fayum02.jpg|thumb|ბიჭის სახელად ევტიხის [[ფაიუმის პორტრეტი]]]]
ძველი საბერძნეთის ეპოქაში შეიქმნა განზოგადებულ-იდეალიზებული სკულპტურული პორტრეტის ტიპი. ძვ. წ. IV საუკუნიდან პორტრეტმა უფრო ინდივიდუალური სახე მიიღო. ელინისტურ ეპოქაში (ძვ. წ. III საუკუნიდან) პორტრეტს დრამატული ხასიათი მიეცა. პორტრეტულმა ხელოვნებამ მაღალ განვითარებას მიაღწია ძვ. რომში. ძველ რომაულ პორტრეტის სტრუქტურის ძირითადი საფუძველია მოდელის დამახასიათებელი ნიშნების ზუსტი გამოსახვა, ინდივიდუალურისა და ტიპურის ერთიანობა, ძვ. რომის საუკეთესო პორტრეტებისათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიზმი, მხატვრული სიზუსტე. ელინისტურსა და ძვ. რომის ეპოქაში ფართოდ გავრცელდა პორტრეტული ბიუსტები, სტატუები. განსაკუთრებით საინტერესოა ე. წ. [[ფაიუმის პორტრეტი]] (ეგვიპტე, I-IV სს.), რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ძვ. აღმოსავლეთის პორტრეტის რელიგიურ-მისტიკურ ტრადიციებთან, ამასთან, განიცადა ანტიკური ხელოვნების გავლენა. იგი უშუალოდ ნატურიდან იხატებოდა და ამიტომაც კონკრეტულ ადამიანთან მსგავსების ნიშნებს ატარებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პორტრეტი“-დან