სამსრის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი = Category:Abul-Samsari Range
}}
'''სამსრის ქედი'''<ref>{{სგსოლ|1390|სსრ}}</ref>, ''აბულ-სამსრის ქედი''<ref>{{სგსოლ|13|სსრ}}</ref> — მერიდიანული [[ქედი]] სამხრეთ საქართველოში, [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდისა]] და [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის მუნიციპალიტეტებში]]. სამსრის ქედი [[ახალქალაქის პლატო]]ს გამოყოფს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბის ტაფობისაგან. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მდინარე [[ქცია|ქციის]], ხოლო სამხრეთით მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავნის]] ხეობით. სიგრძე 40 კმ. აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ანდეზიტის, ანდეზიტ-დიციტის, ბაზალტისა და დოლერიტის ლავებით, ტუფბრექჩიებითა და ტუფებით. საკმაოდ მაღალი და ციცაბფერდობებიანი ქედის მობრტყელებულ თხემზე გამწკრივებულია ქვიან-კლდოვანი ვულკანური მთები: [[თავკვეთილი]] (2583 მ), [[შავნაბადა (სამსრის ქედი)|შავნაბადა]] (2929 მ), [[სამსარი]] (3285 მ) ვრცელი, ლოდებით მოფენილი [[კალდერა|კალდერით]]. სამხრეთით აღმართულია სამსრის ქედისა და ჯავახეთის ზეგნის უმაღლესი მთა [[დიდი აბული]] (3301 მ) და კიდევ უფრო სამხრეთით — [[პატარა აბული]] (2800 მ).
 
მთების ფერდობები და ძირი მოფენილია [[კარკალი]]თ — ე. წ. ქვის ზღვებით. სამსრის ქედზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები : [[ცირკი (მყინვარული)|ცირკები]], [[კარი (გლაციოლოგია)|კარები]] და [[ტროგი|ტროგები]]. შემოსილია სუბალპური და ალური მდელოებით. სამსრის, დიდი აბულისა და ზოგი სხვა ვულკანური კონუსის ჩრდილოეთ ფერდობზე გვხვდება დეკიანებიც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამსრის_ქედი“-დან