საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[2011]] წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო [[უშიშროება|უშიშროების]] სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.<ref>[http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=70249&Itemid=1 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა / Information Agency 'PirWeli']</ref>
 
[[2018|2018 წლის]] [[16 დეკემბერი|16 დეკემბერს]] [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტ]] [[სალომე ზურაბიშვილი|სალომე ზურაბიშვილის]] ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული [[საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო|ეროვნული უშიშროების საბჭო]] დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.
 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს იხილავს.
 
მთავრობის მეთაურის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: [[საქართველოს თავდაცვის სამინისტრო|თავდაცვის]], [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა]], [[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო|საგარეო საქმეთა]] და [[საქართველოს ფინანსთა სამინისტრო|ფინანსთა]] მინისტრები, [[საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური|სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის]] დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და [[საქართველოს თავდაცვის ძალები|თავდაცვის ძალების მეთაური]].
 
[[საქართველოს პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრის]] გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საბჭოს სხდომაზე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა.
 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება იქნება საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, საბჭოს სხდომების მომზადება და პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.
 
საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ დახურული წესით ჩატარდება.
 
== ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანები ==
9,561

რედაქტირება