იოჰან სებასტიან ბახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 338:
ფელიქს მენდელსონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბახის მიმართ ინტერესის განახლებაში, როცა 1829 წელს ''მათეს პასიონი შეასრულა'', რითაც ე.წ. ბახის გაცოცხლება (Bach Revival) დაიწყო. 1833 წელს შედგა ''იოანეს პასიონის'' პრემიერა, რასაც 1844 წელს ''სი-მინორული მესის'' პრემიერა მოჰყვა. გარდა ამ და სხვა საჯარო პერფორმანსების და ბეჭდურ მედიაში სულ უფრ მეტი რაოდენობის ინფორმაციის გამოქვეყნებისა, 1830-იან და 40-იან წლებში მოხდა ბახის ვოკალური ნაწარმოებების გამოცემაც, მათ შორის იყო ექვსი კანტატა, ''იოანეს პასიონი'' და ''სი-მინორული მესა''. 1833 წელს პირველად გამოქვეყნდა მრავალი საორღანო ნაწარმოები.<ref>''Johann Sebastian Bach's noch wenig bekannte Orgelcompositionen (auch am Pianoforte von einem oder zwei Spielern ausführbar)'', three volumes, edited by Adolph Bernhard Marx. Leipzig: Breitkopf & Härtel, 1833</ref> 1835 წელს, ''კარგად ტემპერირებული კლავირის'' გავლენით თავისი 24 პრელუდიის და ფუგის (Op. 28) წერა დაიწყო [[ფრიდერიკ შოპენი|ფრედერიკ შოპენმა]], ხოლო 1845 წელს რობერტ შუმანმა გამოსცა ''Sechs Fugen über den Namen B-A-C-H (ექვსი ფუგა სახელზე B-A-C-H)''. მოხდა ბახის მუსიკის ტრანსკრიპცია და არანჟირება იმდროინდელ გემოვნებასა და საშემსრულებლო პრაქტიკაზე მორგების მიზნით კარლ ფრიდრიხ ცელტერის, რობერტ ფრანცისა და [[ფერენც ლისტი|ფერენც ლისტის]] მიერ. პირველი, დო-მაჟორული პრელუდია ''კარგად ტემპერირებული კლავირიდან'' (BWV 846) [[შარლ გუნო|შარლ გუნომ]] თავის Ave Maria-ში გამოიყენა.<ref name="McKay" /><ref>Kupferberg (1985), p. 126</ref> [[იოჰანეს ბრამსი]], [[ანტონ ბრუკნერი]] და [[რიხარდ ვაგნერი]] ხელს უწყობდნენ ბახის მუსიკის პოპულარიზაციას და აღფრთოვანებით წერდნენ მასზე.
 
1850 წელს დარსდადაარსდა ბახის საზოგადოება ({{lang-de|Bach Gesellschaft}}). საუკუნის ბოლომდე მან კომპოზიტორის შემოქმედების სრული გამოცემა გამოქვეყნა. ამ პერიოდშივე, ფილიპ შპიტამ გამოსცა ''Johann Sebastian Bach,'' სტანდარტული წიგნი ბახის ცხოვრებასა და მუსიკაზე.<ref>Spitta 1992, 1899a, 1899b (first publication in German, in two volumes: Leipzig, Breitkopf & Härtel 1873 and 1880)</ref> ამ დროისთვის ბახი უკვე მოიხსენიებოდა როგორც პირველი მუსიკის სამ B-ს შორის (ბეთჰოვენთან და ბრამსთან ერთად). მთლიანობაში, XIX საუკუნეში ბახის შესახებ 200-მდე წიგნი გამოიცა. საუკუნის ბოლოსთვის ბახის საზოგადოებები რამდენიმე ქალაქში არსებობდა, ხოლო მისი მუსიკა ყველა მნიშვნელოვან მუსიკალურ ცენტრში იყო შესრულებული.<ref name="McKay" />
 
გერმანიაში ბახის აღზევება მზარდ ნაციონალისტურ და რელიგიურ გრძნობებს დაუკავშირდა. რელიგიური და ბაროკოს მუსიკის განახლებულ პოპულარობას დაუკავშირდა ბახი ინგლისში. საუკუნის დასასრულისთვის ბახის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის რეპუტაცია მყარად იყო ჩამოყალიბებული, როგორც ინსტრუმენტული, ისე ვოკალური მუსიკის თვალსაზრისით.<ref name="McKay" />