ნოე ხომერიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 36:
გადასახლებიდან დაბრუნდა 1911 წელს. დასახლდა ქუთაისში, სადაც ხელმძღვანელობდა დასუსტებული პარტიული ორგანიზაციების აღდგენას, რედაქტორობდა ლეგალურ პარტიულ ორგანო „მნათობს“. 1912 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „ცხოვრებას“. მუდმივად მოგზაურობდა პარტიული ორგანიზაციების დასახმარებლად თბილისს, ბათუმს, ბაქოს, ქუთაისსა და ჭიათურას შორის. იყო რუსეთის იმპერიის მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და თბილისის გუბერნიაში სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა, [[კარლო ჩხეიძე]]მ, მოახერხა გამარჯვება. 1913 წლის 6-7 ოქტომბერს მონაწილეობდა ქუთაისში არალეგალურად გამართულ რსდმპ კავკასიის საოლქო კონფერენციაში. 1913 წელს ხელმძღვანელობდა გაზეთ „მერცხალის“ გამოცემას. 1913 წლის 10 დეკემბერს გაზეთის რედაქციის ჩხრეკისას მიიმალა და იძებნებოდა. 1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა ბორჯომში გამართულ სოციალ-დემოკრატების არალეგალურ კონფერენციაში. 1914 წლიდან არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, იყო ლეგალური ორგანოს „თანამედროვე აზრის“ ფაქტობრივი რედაქტორი. 1915 წლიდან იყო რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. იმავე წლის აპრილში მონაწილეობდა ახალსენაკში გამართულ მუშათა ორგანიზაციების არალეგალურ თათბირში. 1915 წლის 15 ივლისს დააპატიმრეს თბილისში, როგორც რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1915 წლის 26 ივლისს კიდევ ერთხელ დააპატიმრესთბილისში, მატინოვის ქუჩა N25-ში ერმილე სიმონის ძე ცინცაძის პასპორტით, რათა ხელი შეეშალათ რსდმპ კავკასიის საოლქო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი კონფერენციისთვის. ხომერიკმა მოასწრო დოკუმენტების ტუალეტში ჩარეცხვა, მაგრამ ჟანდერმერიის როტმისტრის – როზენბერგის – ბრძანებით კანალიზაცია გახსნეს და დოკუმენტები ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ალექსანდრე იოაკიმეს ძე წერეთლის პასპორტი და ქართულ ენაზე დაწერილი სტატია „სიძვირესთან ბრძოლა და ამ ბრძოლის საშუალებები“. 1916 წლის 26 აგვისტოს ხომერიკი გადაასახლეს დასავლეთ ციმბირში.
 
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1917 წელს რსდმპ მენშევიკების სიით კენჭს იყრიდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. 1918 წლის თებერვლიდან იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|დამოუკიდებლობის აქტს]], ამავე წლის 11 ივნისს ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც აფხაზეთი შევიდა საქარტველოშისაქართველოში ავტონომიის უფლებით. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|პირველ რესპუბლიკაში]] იკავებდა მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობას. 1918 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, გზათა და მიწათმოქმედების მინისტრი. 1919 წელს აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრად. მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეოფრმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე. სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებდა 1920 წლამდე, რეფორმის დასრულებამდე.
 
1921 წელს [[საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია|საბჭოთა ოკუპაციის]] შემდეგ წავიდა ემიგრაციაში [[სტამბოლი|სტამბოლში]]. 1922 წელს გახდა „სტამბოლის პოლიტიკური კომისიის“ თავმჯდომარე, კოორდინაციას უწევდა საქართველოში იატაკქვეშა მუშაობას. 1922 წლის ოქტომბერში არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. დააპატიმრეს 1923 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, გვანცელაძის ქუჩაზე. დაკავებისას ბინიდან ამოიღეს დიდი რაოდენობით მიმოწერა, დაშიფრული დოკუმენტები და პროკლამაციები, ჩამოართვეს ფული, 150 თურქული ლირა და 15 ოქროს რუბლი. პატიმრობის განმავლობაში ძიებამ ვერ მოახერხა მისგან ჩვენების მიღება. 1924 წლის 3 თებერვალს პატიმრობაში მყოფმა [[ასფსრ]] [[ჩეკა]]ს თავმჯდომარე სოლომონ მოგილევსკის შესთავაზა [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია|სსდპ]] პირობები და მოთხოვნები საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ მისი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა. 1924 წლის 30 ივლისს [[გოგიტა ფაღავა]]სთან, [[ბენიამინ ჩხიკვიშვილი|ბენია ჩხიკვიშვილთან]] და [[ვასილ ნოდია]]სთან ერთად გადააგზავნეს სუზდალის პოლიტიკურ იზოლატორში. 1924 წლის 30 აგვისტოს [[ფელიქს ძერჟინსკი]]მ გასცა ჩხიკვიშვილის, ფაღავას, ხომერიკის, ნოდიას და [[გიორგი წინამძღვრიშვილი]]ს დახვრეტის სანქცია. დახვრიტეს გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_ხომერიკი“-დან