პუბლიუს დეციუს მუსი (უმცროსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
თავდაპირველად ბრძოლა თანაბარი იყო. მარჯვნივ ფაბიუსი უფრო თავს იცავდა ვიდრე ესხმოდა, რადგან მან კარგად იცოდა სამნიტების საბრძოლო ტაქტიკა, დღის ბოლოსთვის ისინი დაიღლებიან და მათი ძლევა უფრო ადვილი იქნება. გალები კი, რომლებსაც ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, საშიშნი არიან ბრძოლის დასაწყისში, ბოლოსკენ კი ძალიან სუსტდებიან.
 
დეციუსი კი პირიქით მოიქცა, მან ჯერ ქვეითები გაუშვა თავდასხმაში, შემდეგ კი მხედრები. მათ წინაამდეგწინააღმდეგ გალმა მხედრებმა გამოილაშქრეს და უკან დაახევინეს რომაელებს. დეციუი ამაოდ ცდილობდა უკან დახეული რომაელების შეჩერებას, ბოლოს კი როდესაც ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, გადაწყვიტა გაემეორებინა თავისი [[პუბლიუს დეციუს მუსი (უფროსი)|მამის]] (ან ბაბიუს?) ბედი, მან მოუწოდა პონტიფიკუსს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად. პონტიფიკუსმა ქვესკნელის ღმერთებს უბოძა მტრის ლეგიონები და დეციუს მუსი. რიტუალის ჩატარების შემდეგ პუბლის დეციუსმა იქეთ გააჭენა ცხენი, სადაც გალები უფრო მჭირდოთ იდგნენ და იქვე დაიღუპა.
 
რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და ისევ თავდასხმაში გადავიდნენ. მტრები კი ამ მსხვერპლშეწირვამ შეაშინა და ბრძოლა რომაელების უპირატესობით გაგრძელდა.