მარქსიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
{{მთავარი|ისტორიული მატერიალიზმი}}
 
მარქსმა და ენგელსმა ფილოსოფიური მატერიალიზმის ძირითადი პრინციპი გაავრცელეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მიუთითეს, რომ ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით, განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას; როგორიცაა საზოგადოებრივი ყოფიერება, საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები, ისეთივეა ადამიანთა ცნობიერება, მათი იდეები და თეორიები; ჯერ იცვლება მატერიალური მხარე, საზოგადოებრივი ყოფიერება, ხოლო შემდეგ, მის შესაბამისად, ადამიანთა შეხედულებები და თეორიები, საზოგადოებრივი ცნობიერება. მარქსამდელი ფილოსოფოსები, მათ შორის მატერიალისტები, იყვნენ იდეალისტები საზოგადოებრივი ცხოვრების გააზრებასთან მიმართებაში. ისინი ეფუძნებოდნენ იმ ფაქტს, რომ ბუნებისგან განსხვავებით, სადაც ბრმა ძალები მოქმედებენ, საზოგადოება იმართება გონიერი არსებების — ადამიანების მიერ, რომლებიც მოქმედებენ იდეური მოტივების შესაბამისად. მარქსი და ენგლესი დაუპირისპირდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ამგვარ გაგებას. მათი აზრით, არ შეიძლება საზოგადოებრისსაზოგადოების ცხოვრება ბუნებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ, რადგან ადამიანი ბუნების ორგანული ნაწილია. გამოჩენილ ადამიანებს (ლიდერებს, ბელადებს, რევოლუციონერებს და სხვ.) უდავოდ დიდი წვლილი შეაქვთ ისტორიის განვითარებაში, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება პირველ რიგში ემორჩილება ობიექტურ სოციალურ კანონებს, რომლებიც არაფრით განსხვავდება ბუნების ობიექტური კანონებისგან და არაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანების ნებაზე. [[ვლადიმირ ლენინი]] წერდა, რომ მატერიალიზმის გადმოტანა სოციოლოგიაში იყო გენიალური იდეა. ამან ფილოსოფოსებს საშუალება მისცა გამოეკვეთათ საზოგადოებრივი ცხოვრების მატერიალური საფუძველი, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს განსაზღვრავს.
 
მარქსმა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან გამოყო ეკონომიკური სფერო, ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან — [[საწარმოო ურთიერთობები]]. მარქსის მტკიცებით, საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ზედნაშენს განაპირობებს. ამრიგად, საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარება ეკონომიკური და [[სოციალური კლასი|კლასობრივი]] ფაქტორებით განისაზღვრება.
ხაზი 32:
ისტორიული პროცესი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების კანონზომიერი ცვლილებაა. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია არის ისტორიული განვითარების მოცემულ საფეხურზე არსებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი საწარმოო ურთიერთობათა გარკვეული სისტემა. ეს ცვლილება გამოწვეულია საწარმოო ძალების განვითარებით. მარქსმა ვერ დაასრულა საზოგადოებრივი ფორმაციების კვლევა. შემდგომში, [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა]] კავშირში მოხდა მსოფლიო ისტორიის ფორმაციული პერიოდიზაცია. საბჭოელმა მარქსისტებმა გამოყვეს ხუთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია:
 
*[[თემური წყობილება|პირველყოფილი თემური წყობილება]], სხვაგვარადიგივე [[პირველყოფილი კომუნიზმი]]
*[[მონათმფლობელობა]]
*[[ფეოდალიზმი]]
ხაზი 38:
*[[კომუნიზმი]]
 
პირველყოფილი თემური წყობილების გახრწნის პროცესში [[შრომის დანაწილება|შრომის დანაწილებისა]] და [[კერძო საკუთრება|კერძო საკუთრების]] წარმოშობის შედეგად საზოგადოება დაიყო ანატაგონისტურ კლასებად. ლენინის მიხედვით, კლასები წარმოადგენს „ადამიანთა დიდ ჯგუფებს, რომლებსაც განსხვავებული ადგილი უკავიათ საზოგადოებრივი წარმოების გარკვეულ სისტემაში, განსხვავდებიან წარმოების საშუალებებთან დამოკიდებულებით, მათი როლით საზოგადოებრივი შრომის ორგანიზებაში, შესაბამისად საზოგადოებრივი სიმდიდრის რაოდენობით, რომელსაც იღებენ. კლასები ადამიანების ჯგუფებია, რომელთაგან ერთს შეუძლია მეორის შრომა მიითვისოს საზოგადოებრივ წარმოებაში დაკავებული ადგილის საფუძველზე“. თემური წყობილების შემდეგ ყველა ფორმაციაში არსებობდნენ ექპლუატატორი და ექპლუატირებული კლასები: მონები — მონათმფლობელები, ფეოდალებიყმებიყმებიფეოდალები , პროლეტარები — კაპიტალისტები. კლასებს შორის ინტერესთა სხვადასხვაობა ხდება სოციალური კონფლიქტის მიზეზი, რომელსაც მარქსმა [[კლასობრივი ბრძოლა]] უწოდა. მარქსის თქმით, ნებისმიერ დარგში მიმდინარე ბრძოლა ასე თუ ისე კლასობრივი ანტაგონიზმის გამოვლინება. კლასობრივ ბრძოლაში იგი აპოკალიფსურ ლოგიკას ხედავდა. მისი აზრით, კლასობრივი ბრძოლა სწორედ ის ანტაგონიზმია, რომელიც სოციალურ პროგრესს ამოძრავებს.
 
==პოლიტიკური ეკონომიკა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარქსიზმი“-დან