მარქსიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
საზოგადოება ვითარდება ევოლუციურად (რაოდენობრივად, მუდმივად) ან რევოლუციურად (თვისებრივად, ნახტომისებურად). [[საწარმოო ძალები]]ს ევოლუციური განვითარების გარკვეულ საფეხურზე ისინი წინააღმდეგობაში მოდიან საწარმოო ურთიერთობებთან. ჩნდება თვისებრივი, ნახტომისებური ცვლილებების აუცლებლობა, რაც განპირობებულია ანტაგონისტური კლასების მისწრაფებით დაამყარონ თვისებრივად ახალი საწარმოო ურთიერთობები. დგება [[რევოლუცია|სოციალური რევოლუციის]] ეპოქა. ეკონომიკური ბაზისის ცვლილებასთან ერთად ძირფესვიანად იცვლება პოლიტიკური და სამართლებრივი ზედნაშენიც.
 
ისტორიული პროცესი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების კანონზომიერი ცვლილებაა. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია არის ისტორიული განვითარების მოცემულ საფეხურზე არსებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი საწარმოო ურთიერთობათა გარკვეული სისტემა. ეს ცვლილება გამოწვეულია საწარმოო ძალების განვითარებით. მარქსმა ვერ დაასრულა საზოგადოებრივი ფორმაციების კვლევა. შემდგომში, [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა]] კავშირში მოხდა მსოფლიო ისტორიის ფორმაციული პერიოდიზაცია. საბჭოელმა მარქსისტებმა გამოყვეს ხუთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია:
 
*[[თემური წყობილება|პირველყოფილი თემური წყობილება]], სხვაგვარად [[პირველყოფილი კომუნიზმი]]
ხაზი 37:
*[[კაპიტალიზმი]]
*[[კომუნიზმი]]
 
პირველყოფილი თემური წყობილების გახრწნის პროცესში [[შრომის დანაწილება|შრომის დანაწილებისა]] და [[კერძო საკუთრება|კერძო საკუთრების]] წარმოშობის შედეგად საზოგადოება დაიყო ანატაგონისტურ კლასებად. ლენინის მიხედვით, კლასები წარმოადგენს „ადამიანთა დიდ ჯგუფებს, რომლებსაც განსხვავებული ადგილი უკავიათ საზოგადოებრივი წარმოების გარკვეულ სისტემაში, განსხვავდებიან წარმოების საშუალებებთან დამოკიდებულებით, მათი როლით საზოგადოებრივი შრომის ორგანიზებაში, შესაბამისად საზოგადოებრივი სიმდიდრის რაოდენობით, რომელსაც იღებენ. კლასები ადამიანების ჯგუფებია, რომელთაგან ერთს შეუძლია მეორის შრომა მიითვისოს საზოგადოებრივ წარმოებაში დაკავებული ადგილის საფუძველზე“. თემური წყობილების შემდეგ ყველა ფორმაციაში არსებობდნენ ექპლუატატორი და ექპლუატირებული კლასები: მონები — მონათმფლობელები, ფეოდალები — ყმები, პროლეტარები — კაპიტალისტები. კლასებს შორის ინტერესთა სხვადასხვაობა ხდება სოციალური კონფლიქტის მიზეზი, რომელსაც მარქსმა [[კლასობრივი ბრძოლა]] უწოდა. მარქსის თქმით, ნებისმიერ დარგში მიმდინარე ბრძოლა ასე თუ ისე კლასობრივი ანტაგონიზმის გამოვლინება. კლასობრივ ბრძოლაში იგი აპოკალიფსურ ლოგიკას ხედავდა. მისი აზრით, კლასობრივი ბრძოლა სწორედ ის ანტაგონიზმია, რომელიც სოციალურ პროგრესს ამოძრავებს.
 
==პოლიტიკური ეკონომიკა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარქსიზმი“-დან