მარქსიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
{{მთავარი|დიალექტიკური მატერიალიზმი}}
 
მარქისისტული ფილოსოფიის საბაზო იდეაა [[მატერიალიზმი]], რომლის მიხედვით [[მატერია]] არის პირველადი სუბსტანცია, ხოლო ცნობიერება — მეორადი. ცნობიერება მაღალგანვითარებული მატერიის ანუ ადამიანის ტვინის თვისებაა აღიქვას ობიექტური რეალობა, ამიტომაც არ არსებობს არავითარი ცნობიერება და არავითარი იდეები მატერიის გარეშე. კარლ მარქსი წერდა: „ადამიანის ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ყოფიერებას, არამედ პირიქით - განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“.
 
მეცხრამეტე საუკუნეში, ბუნებისმეტყველებაში მომხდარი აღმოჩენების საფუძველზე, კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა გამოთქვეს შეხედულება, რომ ბუნება (მატერია) მუდმივად ვითარდება და განვითარებას ბუნებაში [[დიალექტიკა|დიალექტიკური]] ხასიათი აქვს; ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესი კი ურთიერთკავშირშია და ურთიერთგანპირობებულია. [[დიალექტიკა]] მარსმა და ენგელსმა აიღეს [[გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი|ჰეგელისგან]], რომელმაც იგი [[ობიექტური იდეალიზმი]]ს მიმართულებით განავითარა. ენგელსი [[ჰეგელიანელობა|ჰეგელიანურ]] დიალექტიკაზე წერდა: „ჰეგელის დიალექტიკა გადავატრიალეთ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ფეხებზე დავაყენეთ, რადგან მანამდე იგი თავზე იდგა“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარქსიზმი“-დან