მეორე მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 44:
[[1939]] წლის ''აგვისტოში'' ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ და [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ-მ]] ხელი მოაწერეს „ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს„ (''ე.წ. „[[რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი]]“''), რომლის დამატებით, საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო განსაზღვრული ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შემთხევევაში. პოლონეთი გერმანიასა და სსრკ-ს შორის უნდა გაყოფილიყო, ხოლო [[ბალტიის ქვეყნები]] და [[ფინეთი]] სსრკ-ის „ინტერესების სფეროდ“ ცხადდებოდა.
 
[[იაპონია|იაპონიის]] ექსპანსიური პოლიტიკა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ამ ქვეყნის უმთავრესი ინტერესი [[ჩინეთის რესპუბლიკა]] იყო, რომლის ჩრდილოეთი რეგიონი, [[მანჯურია]], [[1931]] წელს [[იაპონია|იაპონიის]] მიერ იქნა ანექსირებული და [[მანშუს პროტექტორატი]]ს სახელით მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საერთაშორისო პროტესტის გამო [[იაპონია]]მ დატოვა „[[ერთა ლიგა]]“ [[1933]] წელს და [[1936]] წელს შეუერთდა „[[ანტიკომინტერნის პაქტი|ანტიკომინტერნის პაქტს]]„".
 
[[1937]] წელს დაიწყო [[იაპონია-ჩინეთის მეორე ომი]]. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ [[იაპონია]]ს [[ინდოჩინეთი]]ს დაპყრობის საშუალება მისცა. ამის საპასუხოდ [[აშშ]]-მა და [[დიდი ბრიტანეთი|დიდმა ბრიტანეთმა]] [[იაპონია]]ს [[ემბარგო]] დაადეს და შეუწყვიტეს ფინანსური დახმარება. [[1940]] წელს [[იაპონია]] შეუერთდა „[[ბერლინი-რომი-ტოკიოს პაქტი|ბერლინი-რომის პაქტს“]]. ემბარგოს გამო [[იაპონია|იაპონიის]] ეკონომიკა რესურსების დიდ ნაკლებობას განიცდიდა და იმპერატორის სამხედრო წრე ერთადერთ გამოსავალს ამ კრიზისიდან [[აშშ|აშშ-სა]] და [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] წინააღმდეგ ომში ხედავდა.
 
=== ომის მიზნები ===
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო [[გერმანია|გერმანიის]] მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს“ ''([[გერმ.]] „Lebensraum“)'' მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდნენ:
* კავშირი [[იტალია]]სა და [[იაპონია]]სთან;
* ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე.წ. „ებრაული მსოფლიო შეთქმულების“ წინააღმდეგ;