ელი: განსხვავება გადახედვებს შორის

4 ბაიტი დაემატა ,  3 წლის წინ
No edit summary
[[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I-მა]] ელი დიდ მასებად ჩაასახლა მის მიერ გაჟლეტილი და ირანში გადასახლებული კახელების მიწა-წყალზე. ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში ფეხს იკიდებდა ნახევრად პატრიარქალური, ნახევრად ფეოდალური წყობის, ეთნიკურად უცხო სოციალური ძალა, რომლის ჩამორჩენილი ეკონომიკური ბაზა (ექსტენსიური მეურნეობა, ფეოდალური მიწათმფლობელობის ზრდადაუსრულებელი ფორმები) საფუძველს აცლიდა საქართველოს სამიწათმოქმედო მეურნეობის ინტენსიურ დარგებს და გადაგვარებით ემუქრებოდა ადგილობრივ სოციალურ-პოლიტიკურ წყობილებას.
 
ელის დამკვიდრება შაჰ-აბას-I-ის გეგმის ქართულ-ქრისტიანული სამეფოების "გურჯისტანის" სახანოებად გადაქცევის დასაწყისი იყო. ეს გეგმა ჩაშალა [[მარტყოფის ბრძოლა 1625|მარტყოფის]] ბრძოლამ [[სააკაძე, გიორგი|გ. სააკაძის]] მეთაურობით. თურქმანული ტომების ჩასახლების მორიგი ცდა [[აბას II|შაჰ-აბას II-ის]] დროს ჩაშალა [[კახეთის აჯანყება 1659|კახეთის აჯანყებამ]] (1659). XVII საუკუნის II ნახევრიდან კახეთსა და ქვემო ქართლში მეჯოგე-მომთაბარე და მკვიდრბინადარი მოსახლეობის თანაფარდობა უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. ელის ნაშთები ლოკალიზებულ იქნენ ადგილობრივი ფეოდალური ურთიერთობათა გარემოცვაში. ელის გამოცოცხლების პოლიტიკა, რასაც ნადირ-შაჰი ატარებდა ქართლსა და კახეთში XVIII საუკუნის 30-40-იან წლებში, მარცხით დამტავრდა. XVIII საუკუნის საქართველოში შემუშავებულ იქნა "[[ელის დებულება]]", რომელიც შევიდა "დასტურლამალში". ელის ეკავა სომხითი, ალგეთისა და დმანისის ხეობები. მისი სოციალური სტრუქტურა ირანში მცხოვრები ყიზილბაშური ტომების მომთაბარული ორგანიზაციის შესაბამისი იყო.
 
საქართველოში განსახლებული ყიზილბაშური ტომებიდან ცნობილია: ჯავანშირი, ქეშალუ, ნაჯბადილი, არახლუ, დემურჩი, აჰმადლუ, ჰასანლუ და სხვა. ამ ტომების ძირითად სოციალურ უჯრედებს ოიმახი და ობა ეწოდებოდა. ელის განსახლებული იყო სახელმწიფო, სამეფო და საფეოდალო მიწებზე. საქართველოს ხელისუფლება ფისკალური და სამხედრო მიზნებისათვის 3 წელიწადში ერთხელ ატარებდა ელის აღწერას. XVIII საუკუნიდან შესამჩნევი გახდა ელის მკვიდრბინადრულ ცხოვრებაზე გადასვლის ტენდეცია. ელის სამეურნეო და სოციალური პროგრესი საქართველოში უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა, ვიდრე მის მონათესავე ირანსა და ანატოლიიის თურქმანულ ტომებში.