საფანვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|საფანვალი '''საფანვალი''' — სა...
(განსხვავება არ არის)

18:11, 26 აპრილი 2019-ის ვერსია

საფანვალი — საშუალო ზომის დახურული შემინული კარადა. გამოიყენება ჭურჭლის, ვერცხლეულისა და მცირე ზომის სამშვენისების შესანახად და სადემონსტრაციოდ. საფანვალი შეიძლება, ეწოდოს კომბინირებული კარადების შემინულ სექციებსაც. ერთი მხრივ, საფანვალი ისეთ შემინილ კარადას ენათესავება, როგორიცაა ბუფეტი, თუმცა მისგან შემინულობის დიდი ფართობი და ყრუ კარების არქონა გამორჩევს. მეორე მხრივ კი საფანვალი ფუნქციურად სამუზეუმო და სავაჭრო კარადა-ვიტრინების ანალოგიურია.

საფანვალი

ისტორია

სახელწოდება საფანვალი საკმაოდ ძველია, თუმცა საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლის, შემდგომ კი კომუნიზმის დამყარების შემდეგ იგი უმართებულოდ ჩაანაცვლა რუსულმა სიტყვა „გორკამ“, რომელმაც ქართული სახელწოდება თითქმის სრულად განდევნა. საბჭოთა წლებში საფანვალი სსრკ-ის ავეჯმწარმოებელ საამქროებში თითქმის არ იწყობოდა, ანტიკვარული საფანვალების მცირე რაოდენობა კი მასების სამომხმარებლო ინტერესს ვერ აკმაყოფილებდა. ბოლო პერიოდში ე. წ. მეორეული თუ ახალი საფანვალების, როგორც ავეჯის ნაწილის, მიმართ, ინტერესი კვლავ გაზრდილია. საფანვალებს ხშირად ინტერიერის დიზაინში თვალსაჩინო ადგილს უძებნიან დიზაინერები.


რესურსები ინტერნეტში

[1]

  1. Товароведение непродовольственных товаров. Высшая школа, Минск, 2014. С. 210.