ჰანს ქრისტიან ერსტედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
ერსტედის ინიციატივით დაარსდა ფიზიკური სკოლა კოპენჰაგენში ; მისი ავტორობით გამოქვეყნდა სახელმძღვანელო „მეცნიერება ბუნების კანონების შესახებ". დანიაში ამ წიგნით ასწავლიდნენ 50 წლის განმავლობაში. ერსტედი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეცნიერების ისტორიის შესწავლის საკითხსაც. მეცნიერული კვლევა ერსტედმა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] პირველსავე წლებიდან დაიწყო. მისი შემოქმედება მეტად ფართო და მრავალმხრივი იყო. იგი ეძებდა კავშირს ელექტრულ და სითბურ მოვლენებს შორის. მან რიტერთან ერთად გერმანიაში ბევრი ცდა ჩაატარა და გამოააშკარავა, რომ ერთი ნივთიერების მეორე ნივთიერებაზე ქიმიური მოქმედება ემსგავსება იმავე ნივთიერებაზე სინათლის სხივების მოქმედებას.
 
ქიმიაში მისი შრომები ეხებოდა აგრეთვე ქლოროვანი და მეტალური ალუმინის მიღების მეთოდიკას. [[1807]] წელს, ერსტედმა ბგერითი რხევების დროს აღმოაჩინა ელექტროსტატიკური მოვლენები. მას შემდეგ, რაც ვოლტამ შექმნა პირველი [[გალვანური ბატარეა]], ერსტედი მთელი ინტერესით შეუდგა კვლევა- ძიებას, რათა დაედგინა, არსებობდა თუ არა ელექტრულ და მაგნიტურ მოვლენებს შორის კავშირი და, მართლაც,[[1820]] წლის გაზაფხულზე მივიდა შესანიშნავ აღმოჩენამდე - მან შენიშნა დენიანი გამტარის მაგნიტურ ისარზე მოქმედება, კეძოდკერძოდ, გამტართან ისრის მიახლოებისას ისარი ერთ გარკვეულ მიმართულებას იღებდა. იგი გამტარის მიმართ თითქმის მართობულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
 
[[1820]] წლის ივლისში ერსტედმა გამოაქვეყნა სტატია: „ცდები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ელექტრული კონფლიქტი მაგნიტურ ისარზე“. [[1820]] წლის შემდეგ ერსტედი აგრძელებდა თავის ექსპერიმენტულ კვლევას სითხეებისა და აირების კუმშვადობის შესახებ, ხოლო თავის უკანასკნელ შრომებში [[1894]] წ. პარა- და დიამაგნიტური სხეულების თვისებებს. ეს უკანაასკნელი შრომები ისეთი დიდმნიშვნელოვანი არ იყო, როგორც მისი [[1820]] წლის აღმოჩენები.