ელისაბედ ალექსანდრეს ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
ელისაბედმა პეტერბურგში თავი ძალიან მარტოდ იგრძნო და სახლი ენატრებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი და, პრინცესა ფრედერიკა ბადენში დაბრუნდა. იგი მიტოვებული აღმოჩნდა მისთვის სრულიად უცხო და აუტანელ ქვეყანაში, სადაც თავისი ქალბატონების გარემოცვაშიც კი დაძაბული იყო. მისი განტვირთვისა და ბედნიერების ერთადერთ წყაროს ალექსანდრესთან ურთიერთობა წარმოადგენდა, რასთან დაკავშირებითაც მან ერთხელ განაცხადა:
 
" {{ციტატა|ჩემი ქმრის გარეშე, რომელიც მავიწყებს ჩემს მარტოსულობას და მაბედნიერებს, ბოროტი თვალები ათასჯერ მომკლავდნენ."}}
 
ქორწინების პირველი წელი შედარებით ბედნიერი იყო, თუმცა ეკატერინე II-მ მას იმედი გაუცრუა, როდესაც იგი საერთოდ არ სტუმრობდა და ელაპარაკებოდა მას. 1796 წლის ნოემბერში, ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ელისაბედის მამამთილი, იმპერატორი პავლე I ადის, მისი ქმარი კი ტახტის პირველი მემკვიდრე ხდება. ამის შემდეგ საიმპერატორო კარზე აღვირახსნილობა და ინტრიგები კიდევ უფრო გაიზარდა, რის გამოც, პროტესტის ნიშნად ელისაბედმა უარი განაცხადა პავლეს კარზე ცხოვრებაზე და სასახლე დატოვა. მას აბსოლუტურად არ მოსწონდა მისი მამამთილი და მისი ფლიდი ხასიათის გამო არასდროს ემორჩილებოდა.
ხაზი 60:
ხუთწლიანი უშვილო ქორწინების შემდეგ, 1799 წლის 29 მაისს ელისაბედმა გოგონა გააჩინა, რომელსაც სახელი ალექსანდრეს დედის, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნას პატივსაცემად დაარქვეს. საიმპერატორო კარზე, ზოგიერთმა მას პოლონეთის პრინცესა შეარქვა, რამეთუ ელისაბედის რომანი ადამთან უკვე საკმაოდ ცნობილი ამბავი იყო და ბევრი მის ნამდვილ მამად სწორედ მას მიჩნევდა. პატარა გოგონას მუქი შავი თმა და მუქი თვალები ჰქონდა, ისევე როგორც ადამს, თავად ალექსანდრე კი ქერა იყო, რაც ბავშვის მამის ვინაობას კიდევ უფრო სადავოს ხდიდა. ამასთან დაკავშირებით გაოცება თავად იმპერატორმა პავლე I-ც გამოთქვა, იმის თაობაზე, რომ მისი ორივე მშობელი ქერა და ცისფერთვალება იყო, ბავშვი კი შავგვრემანი. ახალშობილი ძალიან სუსტი იყო, რის გამოც იგი სულ რამდენიმე თვეში დაიღუპა, რითაც დასრულა ელისაბედისა და ადამის რომანიც. აღსანიშნავია, რომ ეს ყოველივე ერთდროულად მოხდა: 1800 წლის 26 მაისს ადამი დიპლომატიური მისიით გაუშვეს, რის გამოც იგი ელისაბედს დაშორდა, 27 მაისს კი ელისაბედმა მისი ქალიშვილი აკვანში იპოვნა გარდაცვლილი. ამის თაობაზე მან დედამისს ასეთი რამ მისწერა:
 
"{{ციტატა|არცერთი საათი არ გავა ისე, რომ მასზე არ ვიფიქრო. რათქმაუნდა, ყოველდღე ცხარე ცრემლით ვტირი, სხვაგვარად ვერც იქნება. მის თავს ვერავინ შემიცვლის, თუნდაც კიდევ ორი ათეული ბავშვი გავაჩინო."}}
 
== პიროვნება ==