ელისაბედ ალექსანდრეს ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
იმპერატრიცა პირველივე ნახვისთანავე მოიხიბლა ულამაზესი, მომხიბვლელი და უმანკო ლუიზათი. ლუიზამ თავისი ტანადობითა და მომხიბვლელობით მალევე მოხიბლა ალექსანდრეც. თავდაპირველად დიდი მთავარისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთ მშვენიერ საცოლესთან შეხვედრა, ძალიან გამოუცდელი იყო და არ იცოდა როგორ მოქცეოდა მას, თუმცა მალე მათ შორის არსებული ბარიერი გადალახეს და დაახლოვდნენ. ლუიზამ თავიდან ალექსანდრეს ასეთი რამ მისწერა:
 
"{{ციტატა|შენ მე მითხარი, რომ ერთი ადამიანის ბედნიერება ჩემს ხელებშია..."}}
 
ამაზე კი ალექსანდრემ უპასუხა:
 
"{{ციტატა|თუ ეს მართალია, მაშინ სამარადჟამოდ ბედნიერი ადამიანი ვყოფილვარ... თუ ეს ადამიანი ისევე შემიყვარებს, როგორც მე მიყვარს ის, ეს იქნება ჩემი ბედნიერება. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მე გაცილებით უფრო მეტად მიყვარხართ, ვიდრე ამის გამოხატვა შემიძლია..."}}
 
ამრიგად, 1793 წლის მაისში შედგა ლუიზასა და ალექსანდრეს ნიშნობა. მან სასწრაფოდ დაიწყო რუსულის სწავლა და ასევე მართლმადიდებლად მოინათლა, რის შემდეგაც რუსეთის დიდი მთავრის წოდება მიიღო და სახელად ელისაბედ ალექსანდროვნა დაერქვა. 1793 წლის 28 სექტემბერს შედგა ელისაბედ ალექსანდროვნასა და ალექსანდრე პავლოვიჩის ქორწინება. ამ დროს პატარძალი 14 წლის იყო, ხოლო სიძე მასზე ერთი წლით უფროსი.