ელისაბედ ალექსანდრეს ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
 
== ბადენის პრინცესა ==
[[ფაილი:Elizaveta Alexeevna by Vigee-Lebrun (1802, priv.coll.).jpg|მარცხნივ|მინი|293x293პქ|ბადენის პრინცესა ლუიზა მარია]]
ლუიზა დაიბადა 1779 წლის 24 იანვარს კარლსრუეში, ბადენის მარკსაგრაფოში. იგი იყო ცერინგენების დინასტიის წარმომადგენლის, ბადენის პრინც კარლ ლუდვიგისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ასული. დაბადებისას იგი ძალიან სუსტი იყო, ამიტომაც ექიმებმა მის მშობლებს განუცხადეს, რომ გოგონა დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა და სასწრაფოდ უნდა მოენათლათ, თუმცა იგი მალე მოძლიერდა.
 
ლუიზა ძალიან ჩაკეტილად იზრდებოდა, მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. იგი განსაკუთრებით დედას ჰგავდა, რომელთანაც პირადული სახის წერილებს სიცოცხლის ბოლომდე აგზავნიდა. მან საკმაოდ გააზრებული და მკაცრი განათლება მიიღო ბადენის სამეფო კარზე. მას თავისუფლად შეეძლო საუბარი გერმანულად და ფრანგულად, ასევე კარგა იცოდა ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია, არითმეტიკა და ლიტერატურა. ბადენსა და საფრანგეთს შორის არსებულმა გეოგრაფიულმა სიახლოვემ განაპირობა ის, რომ იგი კარგად გაეცნო დახვეწილ ფრანგულ კულტურასა და მანერებს. მთელმა მისმა ბავშვობამ ბაბუამისის, ბადენის მარკგრაფ კარლ ფრიდრიხის მმართველობის ხანაში განვლო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი ძალიან მდიდარი იყო, ისინი მომჭირნედ და მოკრძალებულად ცხოვრობდნენ.
[[ფაილი:Elizaveta Alexeevna with roses by Vigee-Le Brun (1795, Hermitage).jpg|მინი|350x350პქ|ლუიზა ბადენელი 1795 წელს]]
რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II თავისი უფროსი შვილიშვილის, დიდ მთავარ ალექსანდრე პეტროვიჩისათვის საცოლის ძიება გერმანიაში დაიწყო. თავად ეკატერინეც გერმანელი იყო, რამაც განაპირობა ის, რომ მისი რძალიც და მისი შვილიშვილების ცოლებიც და ქმრებიც გერმანელები იყვნენ. შესაძლოა ითქვას, რომ იგი ყველანაირად ცდილობდა რუსების გერმანელებთან დაახლოებას. თავდაპირველად, პრუსიის დედოფლის რეკომენდაციით ეკატერინემ ალექსანდრეს საცოლედ ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი შეარჩია, რომელსაც რუსებმა უკვე ნატალია ალექსიევნაც კი შეარქვეს, თუმცა მოულოდნელად მან უარი განაცხადა რუსეთში გათხოვებაზე და შვედეთის მეფეს გაჰყვა ცოლად. ამის შემდეგ ეკატერინემ თავისი არჩევანი ბადენის პრინცესებზე — ლუიზასა და ფრედერიკაზე შეაჩერა, რომლებიც 1792 წელს დიდი ამალით ჩავიდნენ პეტერბურგში.
 
იმპერატრიცა პირველივე ნახვისთანავე მოიხიბლა ულამაზესი, მომხიბვლელი და უმანკო ლუიზათი. ლუიზამ თავისი ტანადობითა და მომხიბვლელობით მალევე მოხიბლა ალექსანდრეც. თავდაპირველად დიდი მთავარისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთ მშვენიერ საცოლესთან შეხვედრა, ძალიან გამოუცდელი იყო და არ იცოდა როგორ მოქცეოდა მას, თუმცა მალე მათ შორის არსებული ბარიერი გადალახეს და დაახლოვდნენ. ლუიზამ თავიდან ალექსანდრეს ასეთი რამ მისწერა:
 
"შენ მე მითხარი, რომ ადამიანის ბედნიერება ჩემს ხელებშია..."
 
ამაზე კი ალექსანდრემ უპასუხა:
 
"თუ ეს მართალია, მაშინ სამარადჟამოდ ბედნიერი ადამიანი ვყოფილვარ... თუ ეს ადამიანი ისევე შემიყვარებს, როგორც მე მიყვარს ის, ეს იქნება ჩემი ბედნიერება. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მე გაცილებით უფრო მეტად მიყვარხართ, ვიდრე ამის გამოხატვა შემიძლია..."
 
ამრიგად, 1793 წლის მაისში შედგა ლუიზასა და ალექსანდრეს ნიშნობა. მან სასწრაფოდ დაიწყო რუსულის სწავლა და ასევე მართლმადიდებლად მოინათლა, რის შემდეგაც რუსეთის დიდი მთავრის წოდება მიიღო და სახელად ელისაბედ ალექსანდროვნა დაერქვა. 1793 წლის 28 სექტემბერს შედგა ელისაბედ ალექსანდროვნასა და ალექსანდრე პავლოვიჩის ქორწინება. ამ დროს პატარძალი 14 წლის იყო, ხოლო სიძე მასზე ერთი წლით უფროსი.
 
== რუსეთის დიდი მთავარი ==
== პიროვნება ==