ალოე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Reverted 1 edit by 212.58.121.143 (talk) to last revision by Gaga.vaa. (TW)
იარლიყი: გაუქმება
ალოე--ასწლოვანა
ხაზი 16:
| ncbi = 25641
}}
 
'''ალოე''', '''საბრი''' ({{lang-la|Aloe}}) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი [[ქსანტორეასებრნი|ქსანტორეასებრთა]] ოჯახისა. განეკუთვნება ქსეროფიტულ [[სუკულენტები|სუკულენტებს]]. აქვს გრძელი და შუბივით წამახული, ხორციანი, ხშირად ცვილისებრი ნაფიფწით დაფარული კიდეეკლიანი ფოთლები. წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი მილისმსგავსი ყვავილები შეკრულია მტევნებად ან საგველა ყვავილედად. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია აფრიკაში, არაბეთში, შუა აზიაში და მადაგასკარზე. შავი ზღვის სანაპიროზე — ბაღებში, პარკებსა და პლანტაციებში. ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი — საბრი კარგი საფარარათო საშუალებაა. ნორჩი ფოთლების გამონაწვლილს ხმარობენ კანქვეშ შესაშხაპუნებლად თვალისა და სხვა დაავადებათა დროს. იყენებენ ბიოლოგიური სტიმულატორადაც. ალოეს წვნისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გარეგან საშუალებად ჩირქოვანი ჭრილობის, დამწვრობისა და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. არ ენიშნებათ ორსულობის, მენსტრუაციის, ცისტიტისა და ბუასილის დროს.
 
ალოე — ასწლოვანა (Aloe arborescens), რომელსაც ბინებში აშენებენ. ორანჟერეებსა და ოთახებში ხშირია ალოეს სხვა, დეკორატიული სახეობებეიც. საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში ალოე დახურული გრუნტის გადასარგავი კულტურაა. გამრავლება შეიძლება მოზრდილ მცენარეე აჭრილი გვერდითი ყლორტების დაფესვიანებით. დაფესვიანებულ ყლორტებს გამოსაზამთრებლად კვალსათბურში ტოვებენ, აპრილ-მაისში კი სანერგეში გადააქვთ ზრდის დასამთავრებლად. შემდეგი წლის გაზაფხულზე ჩითილს ღია გრუნტში გადარგავენ. ფოთლის მოსავლიანობა საშუალოდ 8-10 ტ/ჰა. ზოგ სეზონში ხუთჯერ კრეფენ და ნედლეულს მაშინვე გზავნიან ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში. ალოეს ზოგიერთი სახეობის ფოთლებიდან მიღებული მოჭკოსაგან მზადდება ხალიჩები და საზღვაო ბაგირები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალოე“-დან