მირიან III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.181.155-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Lasha-george-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 27:
}}
 
'''მირიან III''' — [[იბერია|ქართლის]] [[მეფე]] [[IV საუკუნე]]ში, [[ბიზანტია|ბიზანტიის]] [[იმპერატორი]]ს [[კონსტანტინე_დიდი|კონსტანტინე]]სა ([[306]]-[[337]]) და სომეხთა მეფის [[თრდატ III|თრდატის]] ([[287]]-[[330]]) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში [[ირანელები|ირანელებთან]] ერთად იბრძოდა [[რომაელები]]ს წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს [[სომხეთი]]ს მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] საქადაგებლად შემოვიდა [[წმინდა ნინო]]. [[337|326]] წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის [[რომის იმპერია|რომაელი]] ისტორიკოსის [[ამიანე მარცელინუსი]]ს თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.
 
„[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „[[ქართლის ცხოვრება]]“ კი მას მიიჩნევს პირველი [[სასანიანები|სასანიანი]] [[შაჰი|შაჰის]] შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე [[ასფაგური]]ს [[აბეშურა|ასულის]] ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მირიან_III“-დან