იბერიულ-კავკასიური ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
იბერიულ-კავაკსიური ენები სპეციალურ ლიტერატურაში სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება, ესენია: „კავკასიური ენები“, „იაფეტური ენები“, „პალეო-კავკასიური ენები“ და „ალაროდიული ენები“.
 
აქედან '''„კავკასიური ენები“''' ყველაზე გავრცელებული ტერმინი იყო და ახლაც ხშირად იყენებენ. სათანადო ენები ამჟამად თითქმის მხოლოდ კავკასიაში იხმარება; ერთი გარემოება რომ არა, ეს საკმაო საფუძველს შექმნიდა იმისათვის, რომ ტერმინი „კავკასიური ენები“ მიჩნეულიყო შესაფერის ტერმინად. კავკასიაში გავრცელებულია ასევე [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპული]] (რუსული, უკრაინული, სომხური, ოსური, თალიშური, თათური, ქურთული, ბერძნული...), [[ალთაური ენები]] (აზერბაიჯანული, ყუმიკური, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღაური, თათრული, თურქმენული), და სემიტური (სირიული, იგივე ასირიული ანუ აისორული)... „კავკასიური“ ენების გამიჯვნა „კავკასიის“ ენებისაგან ძნელდება, გარჩევა კი საჭირო არის.
 
ტერმინი „იბერიულ-კავკასიური“ საშუალებას იძლევა ეს ენები გაირჩეს „კავკასიის ენებისაგან“: იბერიულ-კავკასიური ენები ესაა იბერიული (ქართველური) და მონათესავე ენები. ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ შემოღებულია [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ [[1946]] წელს.