ფრედერიკ სოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
ფრედერიკ სოდიმ რეზერფორდთან ერთად [[1903]] წელს შეიმუშავა რადიაქტიური დაშლის თეორია, რომლის თანახმადაც რადიოაქტივობა წარმოადგენს ელემენტების თავისთავადი გარდაქმნის შედეგს. ეს თეორია გახდა თანამედროვე [[ატომი]]სა და ატომური ენერგიის სწავლების განვითარების საწყისი. რეზერფორდმა და სოდიმ აღმოაჩინეს რადიოაქტიური დაშლის კანონი. რადიოაქტიური დაშლისას ელემენტების გარდაქმნა დამტკიცდა სოდისა და რამზაის მიერ. მათ მიიღეს [[რადიუმი]]ს ემანაციიდან [[ჰელიუმი]].
სოდიმ ექსპერიმენტულად დაამტკია [[1915]] წელს, რომ რადიუმი [[ურანი]]დან მიიღება. ურანისა და [[თორიუმი]]ს გარდაქმნის უამრავი რადიოაქტიული პროდუქტების მენდელეევის ცდამ სოდი მიიყვანა იზოტოპების ცნებამდე. ბირთვულ ფიზიკაში შრომებისა და აღმოჩენებისათვის სოდის [[1921]] წელს [[ნობელის პრემია]] მიენიჭა ქიმიის დარგში. კონკრეტულა მან პრემია მიიღო რადიოაქტიული ნივთიერებათა ქიმიის განვითარებისათვის იზოტოპების წარმოშობისა და ბუნების გამოკვლევისათვის<ref>[http://chemistry.ge/nobel/nobel_1.php ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში]</ref>. მეცნიერების ისტორიაში იგი შევიდა, როგორც [[ბირთვული ფიზიკა|ბირთვული ფიზიკის]] ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი. მისი სახელი ეწოდა წანაცვლების წესს, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი რადიოაქტიური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილილ ქიმიური ელემენტის გვარობას, აგრეთვე მინერალ სოდიტს.
 
== ოჯახი ==
ფრედერიკ სოდი [[1908]] წელს დაოჯახდა ვინიფრედ ბილბზე. თანამედროვეების დაკვირვებით მათი ქორწინება წარმატებული იყო, თუმცა [[1936]] წელს მეუღლის უეცარმა გარდაცვალებამ სოდი შოკში ჩააგდო და სწორედ ამიტომ მიატოვა პროფესორის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტში.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრედერიკ_სოდი“-დან