ფრედერიკ სოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
ფრედერიკ სოდი დაიბადა სიმინდის გამყიდველის ოჯახში. მის მშობლებს ჰყავდათ შვიდი შვილი. ოჯახი [[კალვინიზმი]]ს მიმდევარი იყო. მის ბაბუას უნდოდა მისიონერობა, მაგრამ [[1798]] წელს ტყვედ ჩავარდა. თავისი განათლების საწყის ეტაპზე სოდმა სწავლა დაიწყო ისტბურნის კოლეჯში რ. ე. ჰიუზის ხელმძღვანელობით, სადაც დაინტერესდა ქიმიით. [[1895]] წელს მოიგო მერტონის კოლეჯის სტიპენდია, სადაც სწავლობდა კიდეც. [[1896]] წელს დაამთავრა [[ოქსფორდის უნივერსიტეტი]].

23 წლის ასაკში ფრედერიკმა გადაწყვიტა წარედგინა საბუთები [[ტორონტო]]ს უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორის შტატზე, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. უკან დაბრუნებისას იგი აღმოჩნდა მონრეალში, სადაც დათანხმვა ემუშავა ქიმიის ფაკულტეტის უმცროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. [[1900]]-[[1902]] წლებში მუშაობდა მონრეალში [[მონრეალისმაკგილის უნივერსიტეტი|მონრეალისმაკგილის უნივერსიტეტში]], ე. რეზენფორდის ხელმძღვანელობით,. [[1903]]-[[1904]] წლებში ლონდონის უნივერსიტეტში რამზაის ხელმძღვანელობით მუშაობდა ფიზიკური ქიმიის ლექტორად. ათი წლის განმავლობაში [[1904]]-[[1914]] წლებში ასწავლიდა ჯერ გლაზგოს, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტში.
 
ფრედერიკ სოდის სამეცნიერო ხელმძღვანელობით ბევრი სტუდენტი მუშაობდა. მათ შორის ა. ს. რასელი, [[რუფ პირეტი]], ა. ჯ. კრანსტონი, ჰ. ჰაიმენი და სხვა. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასასრულს იგი მუშაობას ოქსფორდში იწყებს სადაც ასწავლის 17 წლის განმავლობაში.
 
==ფრედრიკ სოდის შრომები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრედერიკ_სოდი“-დან