იბერიულ-კავკასიური ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
იბერიულ-კავკასიური ენები ფრიც ჰომელმა მოაქცია '''ალაროდიულ ენათა''' წრეში, ე. ი. იმ ენათა წრეში, რომელსაც წინააზიის ძველი, აწ მკვდარი ენები (ურარტული, ჰურიტული, პროტოხეთური, შუმერული...) განეკუთვნება. ბუნებრივია, უპირატესობა მიეცეს ტერმინს, რომელიც ახლანდელ ვიტარებას ემყარება და მასთან გეოგრაფიულ ტერმინში („კავკასიის ენები“) არ აირევა.
 
ი. კარსტი ტერმინ „იბერიულ-კავკასიური ენების“ ქვეშ მოიაზრებსმოიაზრებდა კავკასიურ„კავკასიურ“ (ჩრდილოკავკასიურ და ქართველურ ენებს) და იბერიულ —„იბერიულ“ (პირინეის ნახევარკუნძულის ძველი იბერებისა და ახლანდელი ბასკების) ენას. ამ შემთხვევაში იბერიულ-კავკასიური ძველისძველი ჰიპოთეზური ენობრივი წრის „მაკროსამყაროს“ გულისხმობს.
 
შესაბამნისად ტერმინი — „იბერიულ-კავკასიური ენები“, როგორც რეალური „მიკროწრე“ თავისთავში არ გამორიცხავს ჰიპოთეზური ენების „მაკროსამყაროს“ არსებობას. ამრიგად აღნიშნული ტერმინი უფრო გამოსადეგია ყველა არსებული ტერმინისაგან განსხვავებით.