იბერიულ-კავკასიური ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Caucasus Ethnic Groups 2010.jpg|thumb|330px|ეთნო-ლინგვისტური ჯგუფები კავკასიის რეგიონში]]
'''კავკასიური ენები''', '''იბერიულ-კავკასიური ენები'''<ref name="მ. ქურდიანი, 2007">მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007</ref>, ''იაფეტური ენები'', ''პალეო-კავკასიური ენები'', ''ალაროდიული ენები'' — კავკასიის რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობის (დაახლ. 7.000.000 ადამიანი) სასაუბრო ენა. ლინგვისტური კვლევების კლასიფიკაციით ეს ენები ერთიანდებიან რამდენიმე ენათა ჯგუფში, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ლინგვისტური მსგავსებები. კავკასიურ ენებს რეგიონს გარეთ მონათესავე წევრი არ გააჩნია. ქართველი ლინგვისტი [[ჩიქობავა, არნოლდ|არნოლდ ჩიქობავა]] ამ ენებს იბერიულ-კავკასიურ ენებში აერთიანებს, შედეგად ქართული კავკასიოლოგიური სკოლა, კავკასიური ენების აღსანიშნავად იყენებს ტერმინს: იბერიულ-კავკასიური ენები.
 
==ენათა აღმნიშვნელი ტერმინები==
იბერიულ-კავაკსიური ენები სპეციალურ ლიტერატურაში სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება, ესენია: „კავკასიური ენები“, „იაფეტური ენები“, „პალეო-კავკასიური ენები“ და „ალაროდიული ენები“.
 
აქედან '''„კავკასიური ენები“''' ყველაზე გავრცელებული ტერმინი იყო და ახლაც ხშირად იყენებენ. სათანასო ენები ამჟამად თითქმის მხოლოდ კავკასიაში იხმარება; ერთი გარემოება რომ არა, ეს საკმაო საფუძველს შექმნიდა იმისათვის, რომ ტერმინი „კავკასიური ენები“ მიჩნეულიყო შესაფერის ტერმინად. კავკასიაში გავრცელებულია ასევე ინდოევროპული და თურქული ენები. „კავკასიური“ ენების გამიჯვნა „კავკასიის“ ენებისაგან ძნელდება, გარჩევა კი საჭირო არის.
 
ტერმინი „იბერიულ-კავკასიური“ საშუალებას იძლევა ეს ენები გაირჩეს „კავკასიის ენებისაგან“: იბერიულ-კავკასიური ენები ესაა იბერიული (ქართველური) და მონათესავე ენები. ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ შემოღებულია [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ [[1946]] წელს.
 
ნ. მარი ამ ენებს '''იაფეტურს''' უწოდებდა. „იაფეტური ენები“ მეთვრამეტე საუკუნეში ინდო-ევროპულ ენატა აღსანიშნავად იყო გამოყენებული. იბერიულ-კავკასიური ენებისათვის ეს ტერმინი ნ. მარმა შემოიღო. ოღონდ ტერმინის მნიშვნელობა ნ. მარის მოძღვრებაში იცვლებოდა: 1908-1915 წლებში „იაფეტური ენები“ ცოცხალ იბერიულ-კავკასიურ ენათაგან მხოლოდ „ქართველურ ენებს“ გულისხმობდა, ხოლო 1915-1923 წლებში კი ქართველურსა და მის მონათესავე კავკასიურ ენებს, სახელდობრ: აფხაზურ-ადიღურ, ნახურსა და დაღესტნურ ენებს. მომდევნო წლებში „იაფეტური ენები“ მონათესავე ენათა ერთეულს აღარ აღნიშნავს და გენეალოგიური კლასიფიკაციის ცნებას აღარ წარმოადგენს.
 
 
 
 
== ენობრივი ჯგუფები ==