ებრაული დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მცირე რედაქტირება
(მცირე რედაქტირება)
 
|iso15924= Hebr
}}
'''ებრაული დამწერლობა''' ({{lang-he|אָלֶף־בֵּית עִבְרִי|Alefbet ‘Ivri‎}}) — ანბანური კონსონანტური დამწერლობა. ამჟამად გავრცელებული ებრაული დამწერლობის ე. წ. კვადრატული დამწერლობის — გამოყენება ებრაელებმა დაიწყეს ძვ. წ. III საუკუნიდან და იხმარებაგამოიყენება როგორც თვით ებრაული ენისათვის, ისე ევროპული (იდიში, ლადინო) და თურქულ (ყარაიმული) ენებზე აღმოცენებული ებრაული მეტყველების გადმოსაცემად. არამეულიდან მომდინარე კვადრატულ დამწერლობამდე ებრაული ენისათვის იხმარებოდაგამოიყენებოდა ქანაანური დამწერლობა (ძვ. წ. X-II საუკუნეები). ებრაულ დამწერლობაში 22 ასოა, რომელთა რიგი და სახელწოდებანი საერთო-სემიტური წარმომავლობისაა. იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, გადაუბმელად. XX საუკუნემდე სიტყვის გადატანა არ ხდებოდა, რის გამოც სტრიქონის ბოლოს ზოგიერთი ასო გაჭიმულად იწერებოდა. უხმოვნო ტექსტებში ხმოვნები (განსაკუთრებით — გრძელი) ზოგჯერ გადმოიცემოდა უ̂, ჲ, ჰ თანხმოვნების ამღნიშვნელი ასოებით (ე. წ. matres lectionis). ახ. წ. VII-VIII საუკუნეებში შეიქმნა ხმოვანთა აღმნიშვნელი ნიშნების რამდენიმე სისტემა. მათგან განსაკუთრებით გავრცელდა ე. წ. ტიბერიული, რომელიც სეფარდული წარმოთქმის მიხედვით გადმოსცემს სამგვარი სიგრძის ხმოვნებს. იგივე სისტემა მოიცავს თანხმოვნის გაორკეცების, ხშულის სპირანტიზაციისა და თანხმოვნის უხმოვნობის, სიტყვის მთავარი და თანამახვილის აღმნიშვნელ ნიშნებს. კვადრატული დამწერლობის გარდა, გამოიყენება ნახევარკურსივი, ე. წ. რაში, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელდა, და კურსივი, რომელსაც ამჟამად ფართოდ იყენებენ.
 
ძველი და თანამედროვე ებრაული, მათ შორის [[ბიბლია|ბიბლიისა]] და [[თალმუდი]]ს [[არამეული ენა|არამეულის]] სადამწერლობო სისტემა.
206

რედაქტირება