ვახტანგ ონიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მცირე ბიოგრაფიული შესწორება.
ხაზი 1:
ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი. დაიბადა ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1957 წელს. 1960-1961წლებში მუშაობდა ჟურნალ "დროშის" მთავარ მხატვრად; 1964-1980 წლებში ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. ონიანის ნამუშევრებია: ქანდაკება - "გაქვავებული ცრემლი", "სვანი გოგონა" (ორივე 1958), "მახვში" (1967), "ცოდნის სვეტი" (1981), "მიხეილ ხერგიანის ბიუსტი" მესტიაში. დაზგური ქანდაკება - "კაცი ლაშხეთიდან", "ქალიშვილის პორტრეტი" და სხვა. გრაფიკა - "მეუღლის პორტრეტი"(1965), "წითელი ღრუბლები" (1967) და სხვა<ref>http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008516/</ref>.
 
მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: "გივარგილ", "ამირანი", "ბეთქილ", "ლადლერი", "დალის საუფლო". 1957 წლიდან მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში; გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი - იზმირის (1968) საერთაშორისო ბაზრობაზე<ref>http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008516/</ref>. ავტორია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოებისა. მათ შორის: "ოქროს ხანა", "თეთრი მერცხლების გადაფრენა ანუ..." და სხვა. ვახტანგ ონიანი არის ღირსების ორდენის კავალერი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_ონიანი“-დან