იგავ-არაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
109.172.231.91-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 176.221.252.115-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''იგავ-არაკი''' — ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათის [[თხზულება]]. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები ([[გაპიროვნება]]). საფუძვლად უდევს შედარება. ახასიათებს ნართაული თქმა, ალეგორიულობა, სატირულ-იუმორისტული, კომიკური და რაც მთავარია, მომართვა შეგონებისათვის ახლოს დგას [[იგავი|იგავთან]].
იგავ-არაკი მოკლე ამბავია, რომელიც ცხოვრებისეულ გაკვეთილს თუ სიბრძნეს გვასწავლის. ამ წიგნში შესული იგავ-არაკები, გადმოცემის თანახმად, ძველბერძენ მონას, ეზოპეს შეუთხზავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი 2500-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, მისი პერსონაჟები და იუმორი დღესაც ცოცხალია. ყველას მოგვწონს იმ დინჯი და მშვიდი კუს საქციელი, რომელმაც ბაქია კურდღელს აჯობა. ყველანი დავცინით სულმდაბალ მელას წეროსთან სტუმრობისას დამსახურებულად რომ დაისაჯა! თითოეული იგავ-არაკი მთავრდება მორალით, რაც ერთგვარი დასკვნაა, გაკვეთილია, მოთხრობილი ამბიდან რომ უნდა გამოვიტანოთ. ასეთივე გაკვეთილი მიიღო მწყემსმა ბიჭმა, რომელმაც მანამ იძახა მგელი, მგელიო, ვიდრე ხალხის ნდობა არ დაკარგა, ანდა - სოფლის თაგვმა, რომელიც სანამ ქალაქში არ წავიდა, მანამ ვერ მიხვდა, რომ მისი პატარა სახლი ყველაზე მყუდრო და უსაფრთხო ადგილი იყო საცხოვრებლად. ეზოპეს 580-ზე მეტ იგავ-არაკს მიაწერენ. მათგან 200 საუკეთესო ამ წიგნის ფურცლებზეა. იკითხეთ და ისიამოვნეთ.
 
იგავი ერთ–ერთი უძველესი ჟანრია. ის აღმოცენდა აღმოსავლეთში, სადაც გამოცანებით ლაპარაკი უყვარდათ. იგავების ტექსტები ჯერ კიდევ უძველესი ხალხების, შუმერებისა და ბაბილონელების, წერილობით ძეგლებშია აღმოჩენილი. ჩამოყალიბებული სახე იგავმა ძველ საბერძნეთში მიიღო.
 
მთელ მსოფლიოში ცნობილია ძველი ბერძენი მეიგავის – ეზოპეს – იგავები. იგავურ მეტყველებას, ანუ შეფარვით თქმას, ზოგჯერ ეზოპეს ენასაც კი უწოდებდნენ.
 
[[კატეგორია:ტერმინები]]
[[კატეგორია:ლიტერატურა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იგავ-არაკი“-დან