პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.200.250-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა AbandonerBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 6:
პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა [[ნატურალიზმი]]ს ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.
 
პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა. [[2019]] წლის [[15 აპრილი|15 აპრილს]] კათედრალში გაჩნდა ხანძარი, ქვეყნის პრეზიდენტმა [[ემანუელ მაკრონი|ემანუელ მაკრონმა]] გადადო 15 აპრილს დანიშნული ყველა შეხვედრა. ტაძრის გარშემო მობილიზებულია სახანძრო დანაყოფები.
 
== ისტორია ==