მამია V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
1792 წელს გარდაიცვალა მამიას მამა, [[სიმონ III გურიელი]]. მაშინ მამია სამი წლის იყო. მისი აღზრდა იკისრა ბიძამ, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრომ]], რომელიც სიმონის ქვრივთან, მარინესთან შეთანხმებით სამთავროს რეგენტის უფლებით განაგებდა 1797-1809 წლებში.
 
==ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან==
მამია V გურიელის სახელს უკავშირდება გურიის სამთავროს მიღება [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მფარველობაში. [[1804]] წლის 4ივლისის ტრაქტატით რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთ-იმერეთის ხელშეკრულებით, გურია იმერეთის ნაწილად იქნა მიჩნეული. ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. რუსეთზე განაწყენებული მამია გურიელი ოსმალეთის დასახმარებლად ემზადებოდა. მის გადასაბირებლად დიდი როლი ითამაშა რუსული ორიენტაციის მქონე ნიკოლოზ II-მ, [[ჯუმათის საეპისკოპოსო|ჯუმათელმა ეპისკოპოსმა]]. რუსეთმა დაარწმუნა გურიელი, რომ თუ რუსეთის მხარეს დაიჭერდა, მას ისეთივე საქვეშევრდომო ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ, როგორც [[დადიანები|დადიანს]]. გურიელი, რომლისთვისაც მთავარი იმერეთისგან დამოუკიდებლობა იყო, რუსეთის მხარეს გადავიდა.<ref>''მ. რეხვიაშვილი'', „იმერეთის სამეფო 1462-1810 წლებში“ გვ. 363 — თბილისი, 1989</ref> გურიელი დიდად დაეხმარა რუსეთის სარდლებს [[ფოთი]]ს აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის [[სოლომონ II]]-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1809 წლის 2 ნოემბერს მამია V გურიელი ზურგიდან თავს დაესხა [[გრიგოლეთი|გრიგოლეთსა]] და [[მალთაყვა]]ს შორის დაბანაკებულ ოსმალთა ჯარს და სრულად გაანადგურა. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ცდილობდა სოლომონის შეპყრობას. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც. მამია გურიელმა და მისმა დედამ, მარინე წერეთელმა, დიდად შეუწყვეს რუსებს ხელი ფოთის აღებაში. ამიტომ მათ აღარ შეხვედრიათ წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.
 
Line 44 ⟶ 43:
1810 წლის [[19 ივნისი|19 ივნისს]] მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. 1811 წლის 8 აპრილს რუსეთის იმპერატორმა მამია გურიელს არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა და წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარინა დედოფალს დაენიშნა პენსია წლიურად 2000 მანეთი. რუსეთის იმპერატორის შესაბამისი „ღრამოტა“ [[ოქროსქედი]]ს ეკლესიაში იქნა წაკითხული. მაიორი შჩელკონჩევის მეთაურობით ორი ასეულის ჯარი და ერთი ზარბაზანი დაბანაკდა სოფელ [[გურიანთა]]ში.
 
ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა 1813 წელს მან მიიღო წერილი [[სელიმ-ფაშა]]სგან, რომელიც ასთხოვდა მოკავშირეობას და ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომობის აღიარებას.<ref>[https://aboutguria.blogspot.com/2019/04/blog-post_89.html სელიმ-ფაშას წერილი მამია V გურიელს]</ref> 1819-1820 წლებში [[იმერეთის აჯანყება 1819-1820|იმერეთისა აჯანყების]] დროს აჯანყების ხელმძღვანელი [[ივანე აბაშიძე]] გურიაში გამოიქცა. მან თავის ნათესავს, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილს]] შეაფარა თავი. ქაიხოსრო მამია გურიელის ბიძა იყო. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. მამია V გურიელმა რუსეთის მხარე დაიჭირა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა.[[1820]] წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა [[შემოქმედი]]ს ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო [[გრიგოლეთი]], [[ნიგოზდიდი]]. დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა.
 
აჯანყებულების ქონება ხაზინას გადაეცა. 1820 წლის 31 აგვისტოს მამია გურიელს ოფიციალურად აცნობეს აჯანყებულებისთვის ყმებისა და მამულების ჩამორთმევის შესახებ. ამ მამულებში ხაზინამ მოურავები დანიშნა. მოურავები რუსეთის იმპერიის მოხელები იყვნენ და იმერეთის მმართველს ემორჩილებოდნენ. ამის გამო 1821 წლის 8 და 10 იანვარს მამია გურიელმა საპროტესტო წერილებით მიმართა იმერეთის მმართველის მოვალეობის შემსრულებელს ივანე აფხაზს. გურიელი ერმოლოვის ბრძანების გაუქმებას და ჩამორთმეული მამულების მისთვის გადაცემას ითხოვდა. ერმოლოვი უარზე იყო, ის მამია გურიელის მოთაფვლას ცდილობდა და ის დააჯილდოვა წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ჯვრით, ხოლო ერმლოვისვე შუამდგომლობით მამიას ვაჟი, დავითი მონათლა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. მაგრამ მამია გურიელი გაჩერებას არ აპირებდა. საბოლოოდ ერმოლოვმა მას დაუთმო ჩამორთმეული მამულები, მაგრამ ყოფილმა მოურავებმა თანამდებობის გაუქმების საკომპენსაციოდ მიიღეს ყმები, გიორგი ნაკაშიძემ 20 კომლი, სვიმონ ერისთავმა 7 კომლი, გიგო ერისთავმა 7 კომლი, ხოლო ჩოხატაურში დარჩა რუსეთის ჯარი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_V_გურიელი“-დან