ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Alazani Valley (2).jpg|მინი|250პქ|ალაზნის ვაკე]]
[[ფაილი:Alazan Valley 3.jpg|მინი|250პქ|ხედი ალაზნის ვაკეზე]]
[[ფაილი:Khornabuji Fortress. View of the Alazani Plain.jpg|მინი|250პქ|ხედი [[ხორნაბუჯი]]ს ციხე-სიმაგრიდან]]
[[ფაილი:Alazan Valley. Old hut basement.jpg|მინი|250პქ|ალაზნის ვაკე]]
[[ფაილი:Alazan valley 4.jpg|მინი|250პქ|ალაზნის ვაკე შორიდან მიმოხილვისას]]
[[ფაილი:Alazani valley.jpg|მინი|250პქ|ალაზნის ხეობა]]
'''ალაზნის ვაკე''' ('''ალაზნის ველი''') — მთათაშუა [[აკუმულაცია (გეოლოგია)|აკუმულაციური]] [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკე]] [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[კახეთის კავკასიონი|კახეთის კავკასიონსა]], [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგანს]] შორის. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა [[მეოთხეული სისტემა|მეოთხეული ნალექებით]]. ვაკე დახრილია [[სამხრეთი|სამხრეთ]]-[[აღმოსავლეთი]]საკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს [[ალაზანი|მდინარე ალაზანი]].
 
ალაზნის ვაკის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, [[ზამთარი]] ზომიერად ცივი, [[ზაფხული]] ცხელი. ხშირია [[სეტყვა]].
 
ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის [[ტყე|ტყით]], სადაც უმთავრესად [[მუხა]], [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[ალვის ხე]]. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი [[ბუნებრივი რესურსები]]თ მდიდარი და [[საქართველო]]ს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა.
 
დიდი დასახლებული პუნქტები ([[თელავი]], [[გურჯაანი]], [[ყვარელი]], [[ლაგოდეხი]], [[ახმეტა]], [[სიღნაღი]], [[წნორი (ქალაქი)|წნორი]], [[შილდა]], [[ნაფარეული]], [[კარდანახი]] და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).
 
ალაზნის ვაკის [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] ერთეულის თავისებურება მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა, მის [[რელიეფი|რელიეფში]], რომელიც კონტინენტური [[გეოსინკლინი]]ს ტიპობრივ თვისებებს ატარებს. [[მთა|მთებით]] თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარი გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების [[არიდული ჰავა|არიდული ჰავისაგან]] განესტიანების მეტი სიუხვით. [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]] და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი [[ჰავა]] არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა [[მდინარე]]ებისაგან დაშორებით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება [[კახეთი]]ს სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, — წარმტაცია მისი სანახაობა [[გომბორის ქედი]]ს კალთებიდან.<ref name="Mar">{{cite book |author=[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]]. |title=საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა) |isbn= |publisher=ცოდნა |location=თბილისი, საქართველო|page=276-281 თბ. 1964}}</ref>
[[კახეთი]]ს ფარგლებში [[ალაზანი|ალაზნის]] [[კალაპოტი]] მეტწილად ემთხვევა დეპრესიის გასწვრივ ღერძს, მაგრამ სამხრეთ-აღმსოავლეთით, [[აზერბაიჯანი]]ს საზღვართან მარჯვნივ არის გადაადგილებული და [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგნის]] კიდეს ეკვრის.<ref name="Mar" />
 
ალაზნის ვაკეზე გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. დამახასიათებელია ცხელი [[ზაფხული]] და ზომიერად ცივი [[ზამთარი]]. იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, [[დასავლეთი]]დან და [[ჩრდილოეთი]]დან. თავისუფლად ჰაერის მასები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] 11-13&nbsp;°C, [[იანვარი|იანვარში]] 0,-1&nbsp;°C. უთბილესი თვის [[ტემპერატურა]] 21-25&nbsp;°C. აბსოლუტურ მინიმალური –25-27&nbsp;°C, მაქსიმალური 40&nbsp;°C აღწევს. [[ვეგეტაციური პერიოდი|სავეგეტაციო პერიოდში]] 10&nbsp;°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200°.
იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, [[დასავლეთი]]დან და [[ჩრდილოეთი]]დან. თავისუფლად ჰაერის მასები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] 11-13&nbsp;°C, [[იანვარი|იანვარში]] 0,-1&nbsp;°C. უთბილესი თვის [[ტემპერატურა]] 21-25&nbsp;°C. აბსოლუტურ მინიმალური –25-27&nbsp;°C, მაქსიმალური 40&nbsp;°C აღწევს. [[ვეგეტაციური პერიოდი|სავეგეტაციო პერიოდში]] 10&nbsp;°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200°.
 
ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი [[მაისი|მაისშია]], მინიმუმი — [[იანვარი|იანვარში]]. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს.
{{commonscat|Alazani valley}}
{{ქსე|1|263|მარუაშვილი ლ.}}
* ''ჯავახიშვილი შ''., [[ქსე|ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]], საქართველოს სსრ, 1981 წელი;
*''[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]].,'' ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1990.