მედუდუკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
 
ფინჯნისებური ფორმის ბუდეს ძირითადად ჭაობების შუაგულში მდგარ ხეებზე აკეთებენ. მას ორკაპ ტოტებზე აგებენ მიწიდან 3-15 მეტრის სიმაღლეზე, ხის ზემო ვარჯზე, ხშირად ტყის პირებში, წყალსატევებთან და სხვა მობუდარ წყვილებთან ახლოს. სამშენებლო მასალად იყენებენ მცირე ტოტებს, ხავსებს, ლიქენსა და ბალახის ღეროებს. ბუდის ძირს გულდასმით ფარავს ბეწვითა და ბუმბულით.
 
მაისის ბოლოს დედალი დებს 4–5 მოცისფრო-რუხ კვერცხს შავ-მურა წინწკლებით, ისინი ზომაში 24 х 18 მმ-ია, ხოლო მათი მასა დაახლოებით 3,8 გრამს შეადგენს. ინკუბაცია 14 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს მხოლოდ დედალი. ამ დროს მის კვებაზე მამალი ზრუნავს და მისთვი კენკრა და მწერები მოაქვს. 15–17 დღეში ბარტყები უკვე დამოუკიდებლები ხდებიან. ცხოვრების მე-3 კვირაში მთლიანად იფარებიან ბუმბულის საფარველით. მშობლები მათზე ზრუნვას მანამ არ წყვეტენ, სანამ არ ისწავლიან საკვების თვითონ მოპოვებას. შემოდგომით ბარტყები იწყებენ კენკრითა და ნაყოფებით კვებას.
 
სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა 13 წელი შეადგინოს.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედუდუკე“-დან