Red Dead Redemption 2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
'''Red Dead Redemption 2''' — [[მოქმედებითი-სათავგადასავლო]] ვესტერნი [[ვიდეო თამაში]], შემუშავებული და გამოცემული [[Rockstar Games]]-ის მიერ. დაანონსდა [[2016]] წლის [[18 ოქტომბერი|18 ოქტომბერს]]<ref name="rdr2_announced"/> და გამოვიდა [[2018]] წლის [[26 ოქტომბერი|26 ოქტომბერს]]<ref name="rdr2_announced"/> [[PlayStation 4]]-სა და [[Xbox One]]-ზე.<ref name="red2_announced_3dnews"/> ის არის „[[Red Dead]]“-ის სერიის რიგით მესამე ნაწილი და [[2010]] წელს გამოსული „[[Red Dead Redemption]]“-ის პრიკველი. მოქმედება მიმდინარეობს [[1899]] წელს, ველურ დასავლეთში, [[აშშ]]-ის გამოგონილ რამდენიმე შტატში.<ref name="techradar"/> სიუჟეტი აგებულია ვანდერ ლინდის დამნაშავეთა ბანდის გარშემო. თამაშის მთავარი გმირია ართურ მორგანი — ბანდის ერთ-ერთი წევრი. ბანკის გაძარცვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბანდის წევრები ცდილობენ გადაურჩნენ ფედერალურ აგენტებს, თავებზე მონაიდრეებს და სხვადასხვა დაბრკოლებებს. სიუჟეტი აგრეთვე მოიცავს სერიის პირველი თამაშის „Red Dead Redemption“-ის მთავარი პერსონაჟის ჯონ მარსტონის ისტორიას.
 
თამაშში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის ხედვით. [[ღია სამყარო]]ს გეიმპლეი მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავისფულად გადაადგილდეს თამაშის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში. მოთამაშეს ასევე შეუძლია ინადიროს გარეულ ცხოველბზეცხოველებზე, გაძარცვოს ბანკები, იყოლიოს ცხენი და იურთიერთოს [[NPC|არა მოთამაშე]] პერსონაჟებთან. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია „ღირსების“ სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთამაშის კარგი თუ ცუდი ქმედება აისახება სიუჟეტსა და გეიმპლეიზე. [[2018]] წლის ნოემბრიდან ხელმისაწვდომია თამაშის ონლაინ ვერსია.<ref name="Polygon-Nov2018"/>
 
გამოსვლის შემდეგ „Red Dead Redemption 2“-მა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა — გამოსვლიდან სამ დღეში კომპანიამ 725 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ორ კვირაში გაიყიდა 17 მილიონი ასლის ოდენობით.<ref name="Sarkar"/> [[2019]] წლის მონაცემით სრული გაყიდვები 23 მილიონ ასლს შეადგენს.<ref name="Gamesindustry"/> თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები [[ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა|ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან]]. მათ ძირითადად შეაქეს სიუჟეტი, პერსონაჟები, ღია სამყაროს გეიმპლეი და დეტალიზაცია. საერთო განხილვების საიტ [[Metacritic]]-ზე თამაშის საერთო რეიტინგია 97/100.<ref name="MetaPS4" /><ref name="MetaXB1" /> ასევე გადაეცა უამრავი ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიბზე, მათ შორისაა [[Golden Joystick Awards]],<ref name="London-Sep2017"/> [[The Game Awards]]<ref name="Game Awards 2018 winners"/>, [[Game Developers Choice Awards]].<ref name="Owen"/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Red_Dead_Redemption_2“-დან