ჰარი პოტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.31.81-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 176.221.232.240-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 32:
 
== სიუჟეტი ==
ჰარი პოტერი ერთი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დარსლების ოჯახთან, დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ლითლ უინგში, პრაივიტ დრაივის #4 სახლში. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰარიმ, რომელსაც დეიდას და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა, წერილი მიიღო, თუმცა მისი წაკითხვა ვერ მოასწრო, რადგან ბიძიამ წაართვა. ამის შემდეგ სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა, რასაც დარსლები ჰარისთან ერთად ერთ მიყრუებულ კუნძულზე გაექცნენ. ეს სწორედ ჰარის მე-11 დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ჰარის დაბადების დღეზე კი მასთან მივიდა ნახევრად გოლიათი [[ჰაგრიდი]] და უთხრა, რომ იგი ჯადოქარია. უამბო თავისი მშობლების გარდაცვალების ნამდვილ მიზეზზეც, ისინი კი თავისი დროის უდიდესმა ბოროტმა ჯადოქარმა, [[ლორდი ვოლდემორი|ლორდმა ვოლდემორმა]] დახოცა. მან ჰარის მოკვლაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ჰარისთვის წერილი გამოგზავნილი იყო ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა [[ჰოგვორტსი]]დან. ამის შემდეგ ჰარი [[ჰოგვორტსი|ჰოგვორტსში]] წავიდა სასწავლებლად და იქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ბიჭი მიხვდა, რომ ის თავის სამყაროში აღმოჩნდა, იქ მას ყველა იცნობდა და ყველა პატივს სცემდა, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ბოროტ ძლევამოსილ ჯადოქარ, [[ვოლდემორი|ვოლდემორს]] წინ გადაუდგა და დაამარცხა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ჩვილი იყო. ჰარის ამ ამბიდან არაფერი ახსოვდა, თუმცა მის სხეულზე დარჩენილი ნაიარევი ამას ადასტურებდა. ის თუ რატომ სურდა ვოლდემორს ჰარის მოკვლა, ირკვევა წიგნის მეხუთე ნაწილში [[ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი]]. საბოლოოდ ჰარი შეძლებს ვოლდემორის დამარცხებას, ამას იგი თავის მეგობარ [[რონ უისლი|რონთან]] და [[ჰერმიონ გრეინჯერი|ჰერმიონთან]] ერთად მოახერხებს. მათ შეძლეს და გაანადგურეს ვოლდემორის მიერ შექმნილი [[ჰორკრუქსი|ჰორკრუქსები]], სადაც მისი სულის ნაწილები იყო განთავსებული.
 
== წიგნები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰარი_პოტერი“-დან