ჯაჰანგირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Flag_of_the_Mughal_Empire.svg შეიცვალა Fictional_flag_of_the_Mughal_Empire.svg-ით)
ჯაჰანირის მონეტის სურათის ჩასმა
ხაზი 35:
[[File:Noorjahan & Jahangir.jpg|thumb|left|220px|ჯაჰანგირი და [[ნურ-ჯაჰანი]]]]
ნურუდინ მუჰამად სალიმი დაიბადა [[1569]] წლის [[31 აგვისტო]]ს, [[აქბარი]]ს მიერ დაარსებულ ქალაქ [[ფატეჰპურ-სიკრი]]ში. ის იყო თავისი მშობლებისთვის, იმპერატორ [[აქბარი]]სა და რაჯპუტი მარიამ უზ-ზამან ჯოდჰასთვის მესამე ვაჟი. მისი 2 უფროსი ტყუპი ძმა, ჰასანი და ჰუსეინი ჩვილები გარდაიცვალნენ. ამიტომ სალიმი მამის მემკვიდრედ ადრეულ ასაკშივე გამოაცხადეს. მან მიიღო იმდროისთვის უმაღლესი განათლება. დაეუფლა მრავალ ენას, პოეზიასა და სამხედრო ხელოვნებას. ჯერ კიდევ [[1585]] წლიდან იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში. [[1594]] წელს მამამისის ბრძანებით ჩაუდგა სათავეში მოგოლთა 12000 კაციან არმიას, შეიჭრა [[რაჯასტანი|რაჯასტანში]], დაამარცხა იქაური ბუნდელას კლანის წევრები და დაიკავა მათი უმთავრესი ქალაქი, [[ორჩა]]. მისი სარდლობით [[მოგოლები]] 1590-იან წლებში კიდევ რამდენიმეჯერ დაესხნენ თავს [[ინდოეთი]]ს სამხრეთ პროვინციებს. მამამისთან ხშირი კონფლიქის გამო [[1599]] წელს ისარგებლა [[აქბარი]]ს [[დეკანი|დეკანში]] ყოფნით, შეიჭრა [[აგრა]]ში და თავი იმპერატორად გამოაცხადა. თუმცა ფადიშაჰი ლაშქრობიდან მალევე დაბრუნდა, დაამარცხა თავისი ვაჟის არმია და სალიმი გააძევა [[პაკისტანი|პაკისტანში]]. [[აქბარი|აქბარმა]] მემკვიდრედ დაასახელა თავისი უფროსი შვილიშვილი და სალიმის ვაჟი, [[ხუსრავუ მირზა]].
[[ფაილი:سکه_جهانگیرشاه_هند.jpg|მინი|მე -6 წელიწადში ჯაჰანირის სამახსოვრო მონეტა, ლეგენდა სპენსტან ლომის და მზის სიმბოლოთი]]
 
ამის გამო, [[1605]] წელს [[აქბარი]]ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ახლადასულ ჯაჰანგირს აუჯანყდა მისი ვაჟი. ამბოხებული ხუსრავუ მირზა დამარცხდა. ჯაჰანგირმა მას თვალები დასთხარა და [[ლაჰორი|ლაჰორში]] გაუშვა. იმპერატორი ჯაჰანგირი ცხოვრობდა ქალაქ [[აგრა]]ში. მისი მმართველობა გამოირჩეოდა ეკონომიკური სტაბილურობით, რჯულშემწყნარებლობითა და ევროპელებთან ვაჭრობის წახალისებით. მის დროს [[1611]] წ. [[ინგლისელები|ინგლისელებმა]] მიიღეს ნებართვა დაეარსებინათ პირველი სავაჭრო დასახლებები [[ინდოეთი|ინდოეთში]]. ჯაჰანგირის ომები მიმართული იყლ ინდუსტანზე მთლიანი კონტროლის დამყარებისკენ. [[1622]] წელს მან თავისი ვაჟი და მემკვიდრე, [[შაჰ-ჯაჰანი|ხურამი]] გაგზავნა [[აჰმადნაგარი]]ს, [[ბიჯაპური]]სა და [[გოლკონდა]]ს დასაპყრობად. ხურამმა დაკისრებულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა. [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბასის]] დამამცირებელი წერილებისა და მაცდური შემოთავაზების გამო, ჯაჰანგირმა თავისი მეუღლის, [[ნურ-ჯაჰანი]]ს გავლენით დაიწყო [[პირველი მოგოლ-სეფიანთა ომი]] [[ავღანეთი]]ს ტერიტორიაზე. ის [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა]] სავაჭრო მაგისტრალებს უმიზნებდა, თუმცა [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I-მა]] [[1622]] წელს მოულოდნელად დაესხა თავს [[დიდ მოგოლთა იმპერია|მოგოლთა]] მიერ დაკავებულ ავღანეთის ტერიტორიებს და მოახერხა მოგოლების ყანდაარიდან განდევნა. საბოლოოდ მოგოლებს არასახარბიელო ზავზე დათანხმება მოუწიათ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაჰანგირი“-დან