პიტერ ზეემანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
 
==მოღვაწეობა==
პიტერ ზეემანი ახალგაზრდობიდან დაინტერესებული იყო ატომის [[სპექტრი]]ს შესწავლით. [[1896]] წელს, ხუთწლიანი შრომის შედეგად მან აღმოაჩინა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შემდგომში „[[ზეემანის ეფექტი]]“ ეწოდა ([[მაგნიტური ველი]]ს მოქმედებით [[სპექტრული ხაზები]]ს გახლეჩა). ზეემანის ეფექტის მისაღებად მონოქრომატული სინათლის წყაროს, მაგალითად [[ნატრიუმი]]ს სანათურას ან [[ვერცხლისწყალი|ვერცხლისწყლიან]] ნათურას, ათავსებდენ ძლიერი [[ელექტრომაგნიტი]]ს პოლუსებს შორის. [[მაგნიტური ველი]]ს მიმართულებით დაკვირვებისათვის ელექტრომაგნიტის ერთ პოლუსს უკეთებენ ხვრელსს. თუ დასაწყისში [[სპექტროსკოპი|სპექტროსკოპში]] მოვახდენთ რომელიმე ინტენსიური სპექტრული ხაზის დაფოკუსებას და შემდეფ ჩავრთავთ მაგნიტურ ველს, ვნახავთმ რომ მარტივ შემთხვევაში, ზეემანის ნორმალური ეფექტის დროს, სპექტრული ხაზი ველის [[დაძაბულობა|დაძაბულობის]] გასწვრივ გაიყოფა ორ ერთნაირ ინტენსივობის ხაზად, რომლებიც წრიულად არიან პოლარიზებული ბრუნვის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით. ველის დაძაბულოის მართობი მიმართულობით სპექტრული ხაზი ველის გავლენით იყოფა სამ ხაზად: პი'''π''' კომპონენტად (პოლარიზებულია ველის მიმართულებით) და მისადმი სიმეტრიულად განლაგებულ ორ/ კომპონენტად, რომელნიც პოლარიზებულია ველის მართობულად. შუა ხაზი იმავე ადგილას მდებარეობს, სადაც გაუყოფელი პირვანდელი ხაზი; დარჩენილი ორი ხაზი ცენტრალურიდან მარჯვნივ და მარცხნივ თანაბრად არიან დაშორებული, ხოლო ერთომეორესაგან იმავე მანძილით, რა მანძილითაც არის დაშორებული ველის დაძაბულობის გასწვრივ მიღებული კომპონენტები. ცენტრალური სპექტრული ხაზის სიხშირე შეუცვლელია და ეს ტალღა პოლარიზებულია გარეშე მაგნიტური ველის მართობ სიბრტყეში, ესეიგი მისი ელექტრული ვექტორი პარალელურია მაგნიტური ველის დაძაბულობისა (პი კომპონენტი), ხოლო გარე ორი კომპონენტი პოლარიზებულია ერთსა და იმავე სიბრტყეში ისე, რომ მათი ელექტრული ვექტორები ირხევა მაგნიტური ველის დაძაბულობის მართობულად. მოვლენას, რომელიც მიიღება მაგნიტური ველის მართობი მიმართულებით, ეწოდება [[ზეემენის განივი ეფექტი]], ხოლო იმ მოვლენას, რომელიც მიიღება მაგნიტური ველის გასწვრივ — [[ზეემენის სიგრძივი ეფექტი]]. სპექტრული ხაზების გახლეჩის დროს ზეემენის ეფექტში ყველა კომპონენტი პოლარიზებულია. გახლეჩის სურათი და კომპონენტის [[პოლარიზაცია]] დამოკიდებულია დაკვირვების მიმართულებაზე.
 
ზეემენის ეფექტი ერთ-ერთი იმ მოვლენათაგანია, რომლებმაც ფიზიკოსებს [[მაგნიტიზმი]]სა და სინათლის ურთიერთკავშირზე მიუთითა. ზეემენის ეფექტმა ასევე დიდი როლი შეასრულა [[ატომური ფიზიკა|ატომური ფიზიკის]] განვითარებაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიტერ_ზეემანი“-დან