ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 92:
 
==== ღვთაების ეკლესია ====
[[ფაილი:Ananuri (A).jpg|მინი|ღვთაების ეკლესია, აღმ. ფასადი]]
ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (16,4 X 13,3 მ), რომლის გუშბათიც დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთის წყვილ ბოძზე. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარში. ეკლესიის ჯვრის მკლავთაგან — გვერდის მკლავები უფრო მოკლეა, ვიდრე აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, საკურთხევლის აფსიდი ღრმად ზის, თუმცა ბემა არა აქვს. დასავლეთის მკლავი ყველაზე გრძელია, მის ფარგლებში ბოძების გიდევ ერთი წყვილია. ამათგან აყვანილ პილასტრებს კამარის საბრჯენი თაღი ეყრღნობა. როგორც ეს კამარა, ისე გვერდის მკლავების გადამხურავი ორივე კამარა ისრული ფორმისაა. კამარების ფორმას იმეორებს გუმბათქეეშა თაღებიც.
 
<gallery>
ფაილი:Ananuri (A).jpg|ღვთაების ეკლესია, აღმ. ფასადი
ფაილი:ანანურის ციხე. ღვთაების ეკლესიის გეგმა.JPG|ღვთაების ეკლესია, გეგმა
ფაილი:Ananuri in Jan 2013 28.jpg|ღვთაების ეკლესია, გუმბათი
</gallery>
 
დასავლეთის მკლავის ორსავ მხარეს მდებარე ნაწილების კომპოზიცია ერთნაირია: თითოეული მათგანი ორ-ორი კვადრატული ნაწილისაგან შედგება და ერთმანეთისაგან პილასტრებზე გადასული თაღებითაა გამოყოფილი. კვადრატული დანაყოფები კი ჯვაროვანი კამარითაა გადახურული. მთლიანად ეს ნაწილები ცენტრალურ სივრცეს ნახევარწრიული ფორმის წყვილ-წყვილი თაღით უერთდება.
Line 109 ⟶ 104:
 
საკურთხევლის გვერდით მდებარე სადგომები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რადგან სამხრეთით დახურული სადგომია, რომელიც ირთი კარით უერთდება ეკლესიის ძირითად სივრცეს, ხოლო მეორე სადგომი გადახურულია ისრული მოხაზულობის კამარით, იგი ეკლესიის ჩრდილო მკლავის არეში გამოდის და მთლიანად ღიაა. ამ მაღალ ოთახებს — სამკვეთლოსა და სადიაკვნეს, აფსიდი არა აქვთ და არც ტრაპეზის კვალი ჩანს სადმე. მათ მხოლოდ თითო სარკმელი აქვთ, გვერდის კედლებში კი ოთხკუთხა ღრმა ნიშებია მოთავსებული.
[[ფაილი:ანანურის ციხე. ღვთაების ეკლესიის გეგმა.JPG|მინი|მარცხნივ|ღვთაების ეკლესია, გეგმა]]
 
დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, თითქოს ამ ეკლესიის შიდა კედლები არასოდეს არ ყოფილა შელესილი და მით უფრო მოხატული, რადგან ფრესკის კვალიც კი არ შეიმჩნევა. საშენ მასალად გამოყენებულია ქვაყორე და აგური. კედლების ძირითადი მასა ქვისაა, გუმბათი და თაღები მთლიანად აგურითაა ნაგები, კამარები და პილასტრები კი — ნაწილობრივ აგურით, ნაწილობრივ ქვით (აგურის ზომები. 24X24X4; 25X25X5 სმ.).
 
Line 115 ⟶ 110:
 
{{ციტირება|<poem>ნებითა ღვთისათა, ჟა[მ]სა ოდეს ქ[ა]რთველთ მეფის ვახტ[ა]ნგისთა || და ძისა მისისა კ[ა]ხთა მე||ფისა არჩილისათა, ჵი || უხანოსა სოფელმან || ძე ერისთავისა გიო||რგისა და კვ[ა]ლა||დ ძმა ერისთავისა ოთარისა, ||დისწული ამავე მეფ||ეთა და ბა||ტონისშვი||ლის კახისა დომენტისი, თვით მათგანვე მიჩ||ნეული დიდად, სახელ გას||ული ყოველთაგან, უწ||არჩინებულესად და||დგინებული, კაცი, სრული ყოვლი||თა საღთო სიყ||ვარულით აღსავსე და სამს||ოფლიოთა სა||ქმითა ყოველი||თურ[თ] უკ||ლებლად გათავებული, სრულიად საქართველოს მდივანბე||გი ედიშერ უდროთ || გარდასცვალა. მე თანამეცხედრე||მან მისმან, უძეოთ გარდავლ||ენილმან, აბაშიძის ას||ულმან ანახანუმ აღვაშენე ოთ||ხი სვეტი ესე გ||უმბაზი საფ||ლავთა ჩვენ||თა ზედა, აღვა||სრულეთ ცხო||რება ჩვენ||ი, დავშთით უძეოთ, ვაჟი არ გვეღირსა, ხუთოდენ || ქალი გვიბოძა მოწყალემა, აღარ || მოიხუნა თვისი წყალობა ჩვენ||ზედა, გამყარა ტკბილსა სუ||ლს და ჴორცსა. დავრჩი || ოჴერი. მყვანდა პატ||რონი მაზლი ერისთა||ვი ოთარი, თვალი სი||ნ[ა]თლე, ძმას || უკან დიდად დაჭმუნვებული. კ[ვლა]ვ დღე იგიც||ა გათავდა. დავრჩი უპატრონო; ვით||არცა ძე არ მიბოძა || მე ღ[მერ]თ[მა]ნ, სახელი და || ხსენება || მის სახე||ლოვანისა || კაცისა || დაიკარგ||ებოდა, || ამაოდ, მოიგო||ნე მე სა||წყალმან || ანახან||უმ, შვი||ლის სანაცვლოდ ამაზედ ვიხსენებოდეთ. ღ[ვ]თისგულისათვის, ვისაცა მისი სიკეთე გს||მოდეს, ანუ აწ ისმენდეთ მოგვიგონებ||დეთ, აქა მოსულნი მწირვე||ლნი წ[მი]დ[ა]ს საიდუმლოში მო||გვიხსენებდეთ, უმწი||რველონი შენდობას || გვეტყოდეთ და ჩვენი||ს ამოვარდნისათვის შეგვიბრალებდე||თ. ქ[ორონი]კ[ონ]ს ტნიბ || , ენკენისთვე||ს ია.</poem>}}
[[ფაილი:Ananuri in Jan 2013 28.jpg|მინი|ღვთაების ეკლესია, გუმბათი]]
 
ეკლესიის გარე მასები მარტივია, იქ გამოვლენილია მხოლოდ ჯვარგუმბათოვანი ძეგლის კომპოზიცია: აღმოსავლეთითა და დასავლეთით ორფერდა ჯვრის მკლავები და მათ გვერდით — თითო დაბალი ნაწილი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე — ისევ ჯვრის მაღალი მკლავი და გვერდითა დაბალი ნაწილები. ეკლესიის ცოკოლი არ ჩანს, რადგან მიწაა მიყრილი, კარნიზი და ძველი სახურავიც არ შერჩენია და არც მათი ფრაგმენტი ჩანს სადმე, რომ მთლიანი სახე წარმოგვედგინა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანურის_ციხე“-დან