ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ეკლესიის გუმბათის ყელი შიგნიდან ცილინდრული ფორმისაა და ნახევარსფერული კამარითაა გადახურული. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა, როგორც მოსალთდნელი იყო ამ ეპოქისათვის, აფროვანია. გუმბათის ყელის ცილინდრულ ზედაპირზე თანაბარი ინტერვალით განლაგებულია თოთხმეტი სარკმელი. ეკლესიის შიდა სივრცეს, გუმბათის სარკმლების გარდა, სინათლეს აწვდის თითო საშუალო ზომის სარკმელი, მოთავსებული ჯვრის ოთხივე მკლავის ცენტრებში.
 
საკურთხევლის შუაში ერთი სარკმელია, ხოლო მის გვერდებზე თითო ნახევარწრიული გეგმის მქონე ნიშაა მოთავსებული. რაც შეეხება ტრაპეზს, მისი კვალიც კი არსად ჩანს. საკურთხეველი ჩრდილთეთით მდებარე სადგომთან გასასვლელით პირდაპირაა დაკავშირებული.
 
საკურთხევლის გვერდით მდებარე სადგომები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რადგან სამხრეთით დახურული სადგომია, რომელიც ირთი კარით უერთდება ეკლესიის ძირითად სივრცეს, ხოლო მეორე სადგომი გადახურულია ისრული მოხაზულობის კამარით, იგი ეკლესიის ჩრდილო მკლავის არეში გამოდის და მთლიანად ღიაა. ამ მაღალ ოთახებს, — სამკვეთლოსა და სადიაკვნეს, აფსიდი არა აქვთ და არც ტრაპეზის კვალი ჩანს სადმე. მათ მხოლოდ თითო სარკმელი აქვთ, გვერდის კედლებში კი ოთხკუთხა ღრმა ნიშებია მოთავსებული.
დღეს ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს ამ ეკლესიის შიდა კედლები არასოდეს არ ყოფილა შელესილი და მით უფრო მოხატული, რადგან ფრესკის კვალიც კი არ შეიმჩნევა. საშენ მასალად გამოყენებულია ქვაყორე და აგური. კედლების ძირითადი მასა ქვისაა, გუმბათი და თაღები მთლიანად აგურითაა ნაგები, კამარები და პილასტრები კი — ნაწილობრივ აგურით, ნაწილობრივ ქვით (აგურის ზომები. 24X24X4; 25X25X5 სმ.).