ეთერ კაკულია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავამატე ვარსკვლავის ფოტო
,
ხაზი 24:
|აღსანიშნავი ინსტრუმენტები =
}}
'''ეთერ ირაკლის ასული კაკულია''' (დ. [[29 ნოემბერი]], [[1942]] — გ. [[26 ივნისი]], [[2015]], [[თბილისი]], [[საქართველო]])<ref>ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 457, წელი 2002.</ref> — ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ([[1983]]).
 
მღეროდა [[თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]ს ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. [[1964]] წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. [[1986]] წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი.
 
ჰქონდა ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები [[საქართველო]]ს თითქმის ყველა რეგიონზე.<ref>[http://geonews.ge/category/14/culture/news/90362/eter-kakulia.html მომღერალი ეთერ კაკულია იუბილარია]</ref> ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო.<ref>[http://www.reitingi.ge/top-news/301-ether-kakulia-bebia-gakhda.html?lang=ka-GE ეთერ კაკულია ბებია გახდა...]</ref> დაჯილდოებულია [[ღირსების ორდენი]]თ.
 
[[2014]] წლის [[29 ნოემბერი|29 ნოემბერს]] ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.<ref>[http://news.ge/ge/news/story/114725-eter-kakulias-filarmoniis-tsin-varskvlavi-gaukhsnes-video ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს]</ref>
 
[[2015]] წლის [[26 ივნისი|26 ივნისს]], ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.<ref>[http://www.ghn.ge/com/news/view/133511 ეთერ კაკულია გარდაიცვალა]</ref> [[სიმსივნე|სიმსივნის]] დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს.
 
ეთერ კაკულია სამკურნალოდ [[ისრაელი|ისრაელში]] იმყოფებოდა, უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში [[10 ივნისი|10 ივნისს]] ჩაიყვანა, [[26 ივნისი|26 ივნისს]] კი მომღერალი გარდაიცვალა.
 
ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას [[მახათა|მახათას მთაზე]], ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.<ref>[http://1tv.ge/ge/news/view/102776.html ეთერ კაკულია ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეთერ_კაკულია“-დან