ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 99:
ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთის კართან ახლოს, დგას თლილი ქვით ნაგები სწორკუთხა სალხინობელი. მისი კამარა კუთხის სვეტზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. კამარა შელესილი და მოხატულია. მოხატულობა ოდნავ დაზიანებულია. აღმოსავლეთით ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელია ყრმით ხელში, სამხრეთით — [[ხარება]] და მოგვთა თაყვანისცემა, დასავლეთით — [[მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა)|ღვთისმშობლის მიძინება]], [[ნათლისღება]] და [[ჯვარცმა]]. მოხატულია სალხინობლის თაღებიც. სამხრეთის თაღზე, ცენტრში, ქერუბიმია გამოსახული, აღმოსავლეთით — [[მიქაელ მთავარანგელოზი]], დასავლეთით — [[გაბრიელ მთავარანგელოზი]]. ჩრდილოეთის თაღზე, შუაში, — [[ქერუბიმნი|ქერუბიმი]], აღმოსავლეთით — [[პავლე მოციქული]], დასავლეთით — [[პეტრე მოციქული]]. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღებზე მხოლოდ ორნამენტებია. მოხატული ყოფილა აგრეთვე სვეტების ის ადგილები, სადაც წარწერა არ იყო. სალხინობლის სამ კედელზე ვრცელი მხედრული წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ „ესე გუმბათი” (სალხინობელი) [[1674|1674 წელს]] აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისათვის.
 
{{ციტირება|<poem>ნებითა ღვთისათა, ჟა[მ]სა ოდეს ქ[ა]რთველთ მეფის ვახტ[ა]ნგისთა || და ძისა მისისა კ[ა]ხთა მე||ფისა არჩილისათა, ჵი || უხანოსა სოფელმან || ძე ერისთავისა გიო||რგისა და კვ[ა]ლა||დ ძმა ერისთავისა ოთარისა, ||დისწული ამავე მეფ||ეთა და ბა||ტონისშვი||ლის კახისა დომენტისი, თვით მათგანვე მიჩ||ნეული დიდად, სახელ გას||ული ყოველთაგან, უწ||არჩინებულესად და||დგინებული, კაცი, სრული ყოვლი||თა საღთო სიყ||ვარულით აღსავსე და სამს||ოფლიოთა სა||ქმითა ყოველი||თურ[თ] უკ||ლებლად გათავებული, სრულიად საქართველოს მდივანბე||გი ედიშერ უდროთ || გარდასცვალა. მე თანამეცხედრე||მან მისმან, უძეოთ გარდავლ||ენილმან, აბაშიძის ას||ულმან ანახანუმ აღვაშენე ოთ||ხი სვეტი ესე გ||უმბაზი საფ||ლავთა ჩვენ||თა ზედა, აღვა||სრულეთ ცხო||რება ჩვენ||ი, დავშთით უძეოთ, ვაჟი არ გვეღირსა, ხუთოდენ || ქალი გვიბოძა მოწყალემა, აღარ || მოიხუნა თვისი წყალობა ჩვენ||ზედა, გამყარა ტკბილსა სუ||ლს და ჴორცსა. დავრჩი || ოჴერი. მყვანდა პატ||რონი მაზლი ერისთა||ვი ოთარი, თვალი სი||ნ[ა]თლე, ძმას || უკან დიდად დაჭმუნვებული. კ[ვლა]ვ დღე იგიც||ა გათავდა. დავრჩი უპატრონო; ვით||არცა ძე არ მიბოძა || მე ღ[მერ]თ[მა]ნ, სახელი და || ხსენება || მის სახე||ლოვანისა || კაცისა || დაიკარგ||ებოდა, || ამაოდ, მოიგო||ნე მე სა||წყალმან || ანახან||უმ, შვი||ლის სანაცვლოდ ამაზედ ვიხსენებოდეთ. ღ[ვ]თისგულისათვის, ვისაცა მისი სიკეთე გს||მოდეს, ანუ აწ ისმენდეთ მოგვიგონებ||დეთ, აქა მოსულნი მწირვე||ლნი წ[მი]დ[ა]ს საიდუმლოში მო||გვიხსენებდეთ, უმწი||რველონი შენდობას || გვეტყოდეთ და ჩვენი||ს ამოვარდნისათვის შეგვიბრალებდე||თ. ქ[ორონი]კ[ონ]ს ტნიბ || , ენკენისთვე||ს ია.</poem>}}
 
ღვთაების ეკლესიის ფასადი სადაა. კედლებზე მხოლოდ სარკმლების ხვრელებია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანურის_ციხე“-დან