თბილისის საამირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 6:
{{მთავარი|ბუღა თურქის შემოსევა}}
 
[[საქართველო IX-X საუკუნეებში|მე-9 საუკუნიდან]] თბილისის ამირებმა ბრძოლა დაიწყეს [[ხალიფა|ხალიფისაგან]] დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, რის გამოც [[არაბთა სახალიფო|არაბებმა]] რამდენიმეჯერ ჯარიც კი გამოგზავნეს თბილისზე ძალაუფლების აღსადგენად. ამ ლაშქრობებიდან ყველაზე სასტიკი იყო არაბი სარდლის [[ბუღა თურქი|ბუღა თურქის]] მიერ თბილისის აღება. თბილისის ამირა [[ისჰაკ იბნ-შუაბი|საჰაკი]] ხალიფას უკვე დიდი ხანი აღარ უგზავნიდა ხარკს და მას თავის შეხედულებისამებრ განკარგავდა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში საჰაკს მხარი დაუჭირა აფხაზეთის მეფემემმეფემ .ქალაქი კარგად იყო გამაგრებული და რადგანაც არაბები ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, ქალაქს ცეცხლი გაუჩინეს. მტრები ისრებს ნავთში ამოვლებულ ჩვრებს ახვევდნენ და ისე ისროდნენ, მითუმეტეს რომ იმ დღეს ქარი თბილისისაკენ უბერავდა. [[853|853 წლის]] [[5 აგვისტო|5 აგვისტოს]] თბილისში ბუღა თურქის ლაშქარი შევიდა.ქალაქის დიდი ნაწილი დაიწვა, ამირა კი ბუღა თურქმა შეიპყრო და თავი მოკვეთა. მოკვეთილი თავი ხალიფას გაუგზავნეს,ხოლო ტანი თბილისის გალავნის კედელზე ჩამოკიდეს ურჩთა შესაშინებლად. არაბთა თბილისზე არაერთგზის ლაშქრობებმა ვერ შეაჩერეს ქალაქის გათავისუფლების პროცესი, მითუმეტეს რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სახალიფოს დაშლა და მისი დაკნინება. მალევე თბილისზე ძალაუფლების მოსაპოვებლად უკვე ქართველი მეფეები იწყებენ ბრძოლას.
 
===საქართველოს მიერ თბილისის აღების უშედეგო მცდელობები===
ხაზი 13:
===დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღება===
 
[[საქართველო XII-XIII საუკუნეებში|მე-12 საუკუნიდან]] [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] დაიწყო ბრძოლა თურქ-სელჩუკების გასაძევებლად [[სამხრეთი კავკასია|ამიერკავკასიიდან]], თბილისზე გალაშქრებაც სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი იყო. [[1122|1122 წელს]] მეფემ შეძლო თბილისის აღება. ვინაიდან ქალაქი უბრძოლველად არ ჩააბარეს, მეფემ იგი იერიშით აიღო და სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მფლობელებს, ხოლო მაჰმადიან მოსახლეობას სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოუწყო. მიუხედავად ამისა დავითს მალევე დაუცხრა გულისწყრომა და თბილისელებს მრავალგვარი შეღავათი უწყალობა: გაათავისუფლა ისინი იმ წლის გადასახადისაგან და მაჰმადიანთა თხოვნისამებრ, ბრძანა, მათ უბანში არავის დაეკლა ღორი. მეფემ მაჰმადიანებს თავისუფლად ლოცვისა და ლოცვისთვის მოწოდების უფლება მიანიჭა . დავითმა აუკრძალა ქართველებს, სომხებსა და ებრაელებს მაჰმადიანთათვის განკუთვნილ აბანოში შესვლა. მეფემ მაჰმადიანებს საგადასახადო შეღავათებიც მიანიჭა: ქართველები იხდიდნენ წელიწადში ხუთ დინარს, ებრაელები - ოთხს, ხოლო მაჰმადიანები - სამ დინარს. მეფემ თბილისელ მაჰმადიანებს, ებრაელებს, სომხებს ქალაქში უვნებლად ცხოვრებისა და მათი სარწმუნოების ხელშეუხებლობის პირობა მისცა, რათა მათ თავისუფლად განეგრძოთ მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობა. საქართველოს დედაქალაქი [[ქუთაისი|ქუთაისიდან]] თბილისში გადმოიტანეს. ქალაქი მალევე იქცა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად.ყოველივე ამით თბილისის საამირომ თავის დაახლოებით 400 წლიანი არსებობა შეწყვიტა.
 
== თბილისის ამირები ==