Red Dead Redemption 2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
}}
'''Red Dead Redemption 2''' — [[მოქმედებითი-სათავგადასავლო]] ვესტერნი [[ვიდეო თამაში]], შემუშავებული და გამოცემული [[Rockstar Games]]-ის მიერ. გამოიცა [[2018]] წლის [[26 ოქტომბერი|26 ოქტომბერს]] [[PlayStation 4]]-სა და [[Xbox One]]-ზე. ის არის „[[Red Dead]]“-ის სერიის რიგით მესამე ნაწილი და 2010 წელს გამოსული „[[Red Dead Redemption]]“-ის პრიკველი. მოქმედება მიმდინარეობს [[1899]] წელს, ველურ დასავლეთში, [[აშშ]]-ის გამოგონილ რამდენიმე შტატში. სიუჟეტი აგებულია ვანდერ ლინდის დამნაშავეთა ბანდის გარშემო. თამაშის მთავარი გმირია ართურ მორგანი — ბანდის ერთ-ერთი წევრი. ბანკის გაძარცვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბანდის წევრები ცდილობენ გადაურჩნენ ფედერალურ აგენტებს, თავებზე მონაიდრეებს და სხვადასხვა დაბრკოლებებს. სიუჟეტი აგრეთვე მოიცავს სერიის პირველი თამაშის „Red Dead Redemption“-ის მთავარი პერსონაჟის ჯონ მარსტონის ისტორიას.
 
თამაშში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის ხედვით. [[ღია სამყარო]]ს გეიმპლეი მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავისფულად გადაადგილდეს თამაშის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში. მოთამაშეს ასევე შეუძლია ინადიროს გარეულ ცხოველბზე, გაძარცვოს ბანკები, იყოლიოს ცხენი და იურთიერთოს [[NPC|არა მოთამაშე]] პერსონაჟებთან. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია „ღირსების“ სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთამაშის კარგი თუ ცუდი ქმედება აისახება სიუჟეტსა და გეიმპლეიზე. 2018 წლის ნოემბრიდან ხელმისაწვდომია თამაშის ონლაინ ვერსია.
 
გამოსვლის შემდეგ „Red Dead Redemption 2“-მა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა — გამოსვლიდან სამ დღეში კომპანიას 725 მილიონი აშშ დოლარის მოგება მოუტანა, ხოლო ორ კვირაში გაიყიდა 17 მილიონი ასლის ოდენობით. 2019 წლის მონაცემით სრული გაყიდვები 23 მილიონ ასლს შეადგენს. თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები [[ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა|ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან]]. მათ ძირითადად შეაქეს სიუჟეტი, პერსონაჟები, ღია სამყაროს გეიმპლეი და დეტალიზაცია. საერთო განხილვების საიტ [[Metacritic]]-ზე თამაშის საერთო რეიტინგია 97/100. ასევე გადაეცა უამრავი ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიბზე, მათ შორისა [[Golden Joystick Awards]], [[The Game Awards]] და [[ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია]].
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Red_Dead_Redemption_2“-დან