არტერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
სახელწოდება არტერია, ანუ ჰაერის მატარებელი [[ერასისტრატი]]დან მომდინარეობს, ის თვლიდა, რომ ვენა შეიცავდა სისხლს, ხოლო არტერია - ჰაერს.
 
აღსანიშნავია, რომ არტერიებს ყოველთვის [[არტერიული სისხლი]] არ გადააქვთ. მაგალითად, [[ფილტვი]]ს არტერიას ჟანგბადით[[ჟანგბადი]]თ არც თუ ისე მდიდარი სისხლი მიაქვს ფილტვებამდე. გარდა ამისა, არტერიები, რომელთა მეშვეობითაც არტერიული სისხლი ნორმალურად მიედინება, შეიძლება შეიცავდეს ვენურ ან შერეულ სისხლს ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა თანდაყოლილი გულის დეფექტები.
 
არტერიაში პულსი გულის შეკუმშვის ინტენსივობით იგრძნობა. ამას კი იგრძნობთ იმ ადგილებზე თითის დადებით, სადაც არტერია კანთან ახლოს გადის. ყველაზე ხშირად პულსი იკვრება მაჯის გარშემო,, რადიალურ არტერიასთან.
 
გულის კუნთის შეკუმშვისას გულის კედელი გარკვეული ძალით აწვება სისხლს - ვითარდება [[წნევა]], რომელიც სისხლს ამოძრავებს. სისხლი გარკვეული წნევით იწყებს მოძრაობას გულიდან არტერიებში: აორტასა და ფილტვის არტერიებში, რაც არტერიული წნევა გახლავთ.
 
ყოველ ჯერზე გული იკუმშება და შემდეგ დნდება, ამიტომ არტერიული წნევაც იცვლება გულის შეკუმშვისა და მოდუნების მიხედვით. სისხლის წნევა გულის შეკუმშვისას მაღალია და მას [[სისტოლა|სისტოლური]] წნევა ჰქვია, ხოლო გულის კუნთის მოდუნებისას წნევა დაბალია - მას [[დიასტოლა|დიასტოლური]] წნევა ეწოდება.
 
[[ფაილი:Blausen 0055 ArteryWallStructure.png|მინი|არტერიის მიკროსკოპული ანატომია]]
[[ფაილი:Artery.png|მინი|ადაიანის არტერიის გადაკვეთა]]
 
Line 20 ⟶ 21:
ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის მხრის არტერიაში სისტოლური წნევა უტოლდება ვერცხლისწყლის სვეტის 110-140 მმ-ს, დიასტოლური კი 75-80 მმ-ს. მაგრამ ეს მაჩვენებელი ცვალებადია ადამიანის ასაკის, სხეულის მასისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. არტერიების კედლები მრავალშრიანია და სისხლის წნევის ზეწოლას უძლებს. არტერიული წნევა დამოკიდებულია გულის შეკუმშვის ძალაზე და სისხლის მოცულობაზე, რაც უფრო ძლიერ იკუმშება გული, რაც მეტია სისხლის მოცულობა, მით უფრო მაღალია არტერიული წნევა.
 
უწყვეტი მუშაობისთვს [[გული|გულს]] სჭირდება [[ჟანგბადი]] და სხვადასხვა საკვები ნივთიერებები. ამ კომპონენტების გულში მოხვედრას უზრუნველყოფს მარჯვენა და მარცხენა კორონალური არტერია, რომელიც იწყება აორტადან, შემდეგ ვრცელდება გულის კუნთის გარშემო და დაყოფილი მცირე სისხლძარღვებად, აღწევს შიგნით. სისხლის მიწოდებასა და საჭიროებას შორის დარღვევის შემთხვეწვაში იწყება კორონალური უკმარისობა, რაც ყველაზე ხშირად უკავშირდება ერთ-ერთი კორონალური არტერიის შემცირებას, სისხლძარღვებში არსებული ცვლილებების გამო. დაავადების პირველი ეტაპი სიმპტომების არსებობის გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ როცა სისხლძარღვის სანათური შესამჩნევად მცირდება, იწყება ტკივილები გულ-მკერდის არეში, შემდეგ კი მწვავდება მგრძნობელობა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არტერია“-დან